ლიკა ყიფშიძე ფეისბუქზე წერს: „გველები ჩვენს სადარბაზოებში მუხიანში, ჩემი დის სადარბაზოში ორი გველი იყო გაშხლართული. სანამ სპეციალური სამსახურიდან მოვიდნენ გაქრნენ. სამსაახურის თანამშრომლებს მხოლოდ დასაჭერი კაუჭები ჰქონდათ. შეწამვლა 70 ლარი ღირს, გადაიხადეთ და მოვიტანთ შესაწამლსო. არც ბალახებს კრეჭენ, აღარც წამლავენ, გაივსო ქალაქი ქვეწარმავლებითა და მღრღნელებით. რა ეშველება ამ მიტოვებულ ქვეყანას, ყველაფერში უპატრონობა იგრძნობა!“
კატეგორია: საზოგადოება
3.886 ინფიცირებული, 74 გარდაცვლილი, 4.103 განკურნებული – 31 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა
“ზურაც წავიდა ძმებთან” – ზურაბ სამადაშვილი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
66 წლის ასაკში მწერალი და დრამატურგი ზურა სამადაშვილი გარდაიცვალა “ზურაც წავიდა ძმებთან – Zura Samadashvili”, – დაწერა ფეისბუქში ლიკა უჯმაჯურიძემ და პოეტის ლექსი გააზიარა: სიკვდილის შემდეგ მე დავბრუნდები, როგორც სიცოცხლის უკვდავი არსი, ცოცხლებისათვის მიუწვდომელი, აუხდენელი სიზმარის მსგავსი. დედამიწაზე ეს ჩემი სული უსხეულოდაც დაიწყებს წანწალს და ყოველ ღამით მოიწვენს გვერდით დროს – გაშიშვლებულ, სისხლიან წაწალს.
სკოლები 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურად იმუშავებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება – სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. მისი თქმით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. – სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან […]
4.778 ინფიცირებული, 79 გარდაცვლილი, 4.753 განკურნებული – 30 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 605 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 136 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 549 811-ს. […]
თბილისში 6 წლის ბავშვი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა
თბილისში, ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია “რუსთავი 2-ს” კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. შემთხვევა დღეს მოხდა. ამასთან, როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვს ჰქონდა ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, განუვითარდა სეპტიკური შოკი. რუსთავი 2
ჯანმო სკოლების გახსნას ითხოვს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და იუნისეფის ერთობლივი განცხადების მიხედვით, ევროპის მასშტაბით სკოლები ღია უნდა დარჩეს და პერსონალისა და ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო უნდა გახდეს “პანდემიამ გამოიწვია განათლების ყველაზე კატასტროფული შეფერხება ისტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ სწავლა საკლასო ოთახებში შეუფერხებლად გაგრძელდეს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გახსნან სკოლები და მოვუწოდებთ ყველა სკოლას, მიიღონ ზომები კოვიდ 19- ის გავრცელების რისკის შესამცირებლად”, – […]
1.915 ინფიცირებული, 78 გარდაცვლილი, 5.929 განკურნებული – 29 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს. […]
22 წლის რამინ ხარაბაძეს დახმარება სჭირდება
22 წლის სპორტსმენს, რამინ ხარაბაძეს დახმარება სჭირდება. ახალგაზრდას ფეხის არეში სიმსივნე დაუდასტურდა. რთული მდგომარეობის გამო პაციენტი სტამბულში გადაიყვანეს, სადაც ორ თვეზე მეტია იმყოფება. მკურნალობის გასაგრძელებლად და ოპერაციისთვის ოჯახს მხარდაჭერის იმედი აქვს. საბანკო ანგარიშის ნომრები: ლიბერთი ბანკი: GE45EB0711159154682000 Nom: 61009010675 – მიმღები: მზევინარ ირემაძე თიბისი ბანკი: GE31TB7285645061100013 Nom: 61009025693 მიმღები: დავით ხარაბაძე საქართველოს ბანკი: GE73BG0000000035300900 Nom: 61009032210 მიმღები: […]
“მესტო აღარ გვყავს!” – ირაკლი მესტიაშვილი გარდაიცვალა
ფიტნეს ცენტრი „სნეპი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ. „უმძიმესი დღე გვაქვს… სნეპმა დაკარგა ოჯახის წევრი, მეგობარი! ყველაზე გვერდში მდგომი, კეთილი, ძლიერი და უსაყვარლესი მესტო აღარ გვყავს!“ – წერს ფიტნეს ცენტრის ადმინისტრაცია. როგორც კომენტარებში წერენ, ირაკლი მესტიაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულია, თუმცა ზუსტად რამ გამოიწვია სიკვდილი, ამას ექსპერტიზა გასცემს პასუხს. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. […]








