ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების დელტა შტამით დაინფიცირების რისკი, რომლებმაც კოვიდ ინფექცია უკვე გადაიტანეს, ბევრად დაბალია, ვიდრე ფაიზერით ორმაგად ვაქცინირებულების. ინფორმაციას ამის შესახებ ბლუმბერგი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ გამომუშავებული ე.წ. ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად მიღებული. ასევე, მეცნიერების თქმით, ფაიზერით სრულად ვაქცინირებული ადამიანების კოვიდის დელტა შტამით […]
კატეგორია: საზოგადოება
ზურაბ შევარდნაძე – “გუშინ 22 კაცი მყავდა, ყველა ჩემი პირადი სტუმარი იყო”
გუშინ, 28 აგვისტოს გამართული წვეულების გამო შრომის ინსპექციამ გარდენია შევარდნაძე 2.000 ლარით დააჯარიმა, ის ადგილი კი, სადაც წვეულება გაიმართა, დალუქა. ცოტა ხნის წინ გარდენიას მეპატრონე ზურაბ შევარდნაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. – მე ვცხოვრობ აქ, ამ სახლში ვცხოვრობ, აქ ვიღებ სტუმრებს. წუხელ სტუმრები იყვნენ ჩემთან, იყო 22 კაცი, ჩემი სტუმარი იყო, პირადი სტუმრები მყავდა გუშინ, ამაზე […]
კორონავირუსით სქემ-მონაზონი მართა (გვარამია) გარდაიცვალა
2.669 ინფიცირებული, 76 გარდაცვლილი, 6.177 განკურნებული – 28 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 217 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 027 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 190 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 543 118-ს. […]
ქავთარაძეზე საველე ჰოსპიტალში პაციენტი გარდაიცვალა
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორმა მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა. ამასთანავე, მან პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მეტ ინფორმაციას საზოგადოებას ხვალ მიაწვდის. ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში მკურნალობას 82 პაციენტი გადის.
ბათუმში კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილი ვაქცინირებული არ იყო
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბათუმელი დედა-შვილი ვაქცინირებული არ იყო. ორივე მათგანი მკურნალობას კლინიკა “ბაუს” რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა მათი ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 54 წლის ქალი – ნონა ემირიძე, გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი 31 წლის შვილის კობა ჯაშოიანის სიცოცხლეც. 54 წლის ქალი […]
“გუშინ 54 წლის დედა გარდაიცვალა, დღეს – მისი 31 წლის ვაჟი” – რა მოხდა ბათუმში
კორონავირუსით ბათუმში დედა-შვილი გარდაიცვალა. “კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევა კლინიკა “ბაუში” დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციებტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. „რთულად მიმდინარეობდა კოვიდის მართვა. შემდეგ მოხდა ორივე მათგანის ინტუბაცია [მართვით სუნთქვაზე გადაყვანა]. გუშინ, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი“ – […]
4.247 ინფიცირებული, 74 გარდაცვლილი, 3.053 განკურნებული – 27 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა
ნინო ლომჯარიამ აუცრელ თანამშრომლებს სამსახურში მისვლა აუკრძალა
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ. ამის შესახებ სახალხო დამცველის ბრძანებაშია აღნიშნული. „ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი. კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს […]
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს
28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.









