კატეგორია: საზოგადოება

ნინო ლომჯარიამ აუცრელ თანამშრომლებს სამსახურში მისვლა აუკრძალა

ნინო ლომჯარია - "პროკურატურას ნიკა მელიას გამოშვება დღესვე შეუძლია"

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ. ამის შესახებ სახალხო დამცველის ბრძანებაშია აღნიშნული. „ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი. კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს […]

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

ხვალიდან დიღმის საველე ჰოსპიტალი იხურება

ხვალიდან დიღმის საველე ჰოსპიტალი იხურება

დიღმის საველე ჰოსპიტალი ხვალიდან, დროებით, ფუნქციონირებას წყვეტს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალი ადგილები გაჩნდა, შესაბამისად, საველე ჰოსპიტლის ფუნქციონირება დროებით აღარაა საჭირო. „საწოლფონდი კლინიკებში არის. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის მიღებას გავაჩერებთ ანუ კლინიკებში ადგილები გამოთავისუფლდა. ჩვენ არ ვიხურებით, უბრალოდ დავრეზერვდებით და აღჭურვილობითაც და მედპერსონალითაც ვიქნებით მზად, თუ ამის საჭიროება […]

“ხატების წინაშე სასქესო ორგანოს ჩვენება ნორმალურია?” – გიორგი ფხაკაძე

 გიორგი ფხაკაძე საქართველოში ზოგიერთი ექიმის კვალიფიკაციას აკრიტიკებს და მიუღებლად მიაჩნის კაბინეტებში ხატების კუთხეების მოწყობა. „იყო დრო, როცა საქართველოში „ევექსის“ სამედიცინო კორპორაციაში ვმუშაობდი, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. პირველი რაც გავაკეთე, ყველა საავადმყოფოს შემოვლა დავიწყე. 40-ზე მეტი კლინიკა იყო. საზღვარგარეთ ექიმთან რომ შედიხარ კაბინეტში, უკან წარმოდგენილია ის სერთიფიკატები და დიპლომები, რაც აქვს მიღებული. ექიმი ამით ამაყობს ამ […]

“ხალხი შიშისგან უფრო იხოცება, ვიდრე კოვიდისგან” – გიგა ბუკია

გიგა ბუკია - "20 ივნისის ღამეს ხალხის დაშლა არ იგეგმებოდა"

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერი  გიგა ბუკია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს.  – ქვეყანაში უმძიმესი ეპიდსიტუაციაა. ხალხი ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. – მდგომარეობა მძიმეა. ხელისუფლებამ არაფერი იღონა იმისათვის, რომ ხალხი შიშისაგან არ იხოცებოდეს. – ჩვენ გვგონია, რომ ხალხი კოვიდ-19-ისგან იხოცება, თქვენ შიშზე ამახვილებთ ყურადღებას? – დიახ. შიშსა და ფსიქოზზე. რამდენიმე შემთხვევის მომსწრე გავხდი. დარწმუნებული ვარ, ეს […]

თბილისში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო 

თბილისში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო 

 დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე აიცრებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ. იმუნიზაცია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც. ვარკეთილი, […]

4.031 ინფიცირებული, 73 გარდაცვლილი, 4.584 განკურნებული – 26 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 744 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 358 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 386 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 031 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს. […]

„რატომ დატოვე შენი პატარები, ნორი” – კოვიდით თბილისში გარდაცვლილი ორსული 19 წლის ნორიკო თევზაძეა

„რატომ დატოვე შენი პატარები, ნორი" - კოვიდით თბილისში გარდაცვლილი ორსული 19 წლის ნორიკო თევზაძეა

კორონავირუსით გარდაცვლილი ორსული 19 წლის ნორიკო თევზაძეა. ის მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. „რატო დატოვე შენი პატარები ნორი, ჩვენ ასე ნაადრევად რატო გამოგვაკლდი, მეორე შვილი არც კი გინახავს… მეიმედებოდა რომ ნახავდი“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი. ახალგაზრდა ქალი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 36 კვირის ორსული მათთან 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. […]

თბილისში კოვიდით 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში 21 წლის ფეხმძიმე სოფო კვარაცხელია გარდაიცვალა

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მისი თქმით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „შემთხვევა გუშინ მოხდა, გვიან ღამით ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, რომელიც 30 ივლისს შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით. ჰოსპიტალში შემოსვლისას […]

“იაპონიაში მოდერნას ვაქცინები დაბლოკეს – ფლაკონებში გაურკვეველი ნივთიერება იპოვეს” – ნუგზარ სულაშვილი

"იაპონიაში მოდერნას ვაქცინები დაბლოკეს - ფლაკონებში გაურკვეველი ნივთიერება იპოვეს" - ნუგზარ სულაშვილი

ნუგზარ სულაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ზოგადად მრჩება შთაბეჭდილება რომ ანტივაქსერების გააქტიურება ხელოვნურად ხდება და ამაში დამნაშავე თავად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა. მათ სჭირდებათ საკუთარი უსუსურობა საზოგადოების უპასუხისმგებლობას დააბრალოს. დღეს სიენენზე გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და გამომუშავებული ანტისხეულების ვაქცინით ჩანაცვლება არასწორია. პარალელურად განგაში ატყდა იაპონიაში, სადაც ამერიკული მოდერნას ფლაკონებში გაურკვეველი ნივთიერები აღმოაჩინეს, რის გამოც მილიონ […]