კატეგორია: საზოგადოება

“მოგვიწია კომაში გადაყვანა, იყო აუცრელი” – ბოკერიას კლინიკაში 7 თვის ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში 21 წლის ფეხმძიმე სოფო კვარაცხელია გარდაიცვალა

ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა. ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩაძე აცხადებს, რომ 30 წლის ქალი 20 კვირის ორსული იყო და ის კლინიკაში 27 ივლისს ზოგადი სისუსტითა და ტემპერატურით მოათავსეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვაჩაძემ განუცხადა, თავდაპირველად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ 13 აგვისტოს გადაიყვანეს. „გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც იყო 20 […]

კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. ის 7 თვის ფეხმძიმე იყო და ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, “ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა შედეგი არ დადგა”. “რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა […]

რუსთავი 2-ის თანამშრომელი კახა ნატრიაშვილი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

რუსთავი 2-ის თანამშრომელი კახა ნატრიაშვილი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

კორონავირუსით “რუსთავი 2-ის” კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა. მას ინფექცია 9 დღის წინ დაუდასტურდა და გუშინ გარდაიცვალა. გართულებული მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ტელეკომპანია “რუსთავი 2” კახა ნატრიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 3 დღის წინ ინფექციას ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი ემსხვერპლა, ის 50 წლის იყო. რუსთავი 2

5.914 ინფიცირებული, 49 გარდაცვლილი, 3.316 განკურნებული – 17 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 878 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 374 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 504 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 496 376-ს. […]

საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან უნგრული ბორტით გამოფრინდა

ქაბულის აეროპორტიდან ყველა რეისი აიკრძალა

საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყო ამერიკულ კომპანიაში, უნგრული ბორტით საქართველოში გამოემგზავრა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. მ სხვა მოქალაქეების გამოყვანაზე მუშაობა მიმდინარეობს. “ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოსა და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოყენებული. მათ შორის […]

ისრაელში შექმნილი კოვიდის წამლის შემოტანაზე საქართველომ უარი თქვა

ისრაელში შექმნილი კოვიდის წამლის შემოტანაზე საქართველომ უარი თქვა

საბერძნეთში გაიარა გამოცდის მეორე ეტაპი ისრაელში შექმნილმა წამალმა. პირველი, ისრაელშივე ჩატარებული წარმატებული გამოცდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქვეყანას მძიმე პაციენტები აღარ ჰყავდა, ამიტომ დაიწყო ძებნა იმ ქვეყნის შესარჩევად, სადაც უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა. საბერძნეთში 90 მძიმე პაციენტიდან 93% უმოკლეს დროში გამოჯანმრთელდა. საუბარი, რომ ამ პრეპარატით ქართველი პაციენტებიც ისარგებლებდნენ, ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისს […]

საქართველოში დღეს უკვე მე-6 მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 18:06 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისქვეშა ბიძგები კვლავ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა უკვე 6-ჯერ დაფიქსირდა. რუსთავი 2

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სოფელ სამებასთან კვლავ მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 14:15 საათზე, სოფელ სამებასთან 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა. სოფელ სამებასთან მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 09:43 საათზეც დაფიქსირდა. იპნ

დღეიდან პირბადის ტარება შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება

ტიკარაძე - "შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-ით გააუმჯობესებს"

დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. “დღეიდან პირბადის ტარება შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მეოთხე ტალღა დავძლიოთ. პირბადე ჩვენს დაცვაში მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენ სულ ვსაუბრობდით,”- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელი სამებაა. მიწისქვეშა ბიძგები, თბილისის დროით 09:43 საათზე დაფიქსირდა ხოლო მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.