კატეგორია: საზოგადოება

თამარ გაბუნია – “10 აგვისტოდან ინფიცირების რაოდენობა დაიკლებს”

თამარ გაბუნია - "10 აგვისტოდან ინფიცირების რაოდენობა დაიკლებს"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანა ახლა პიკის ფაზაში იმყოფება და 10 აგვისტოდან შემთხვევების კლებას ელოდებიან. ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1.3-1.4%-ის ფარგლებშია. “პროგნოზი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად, დაახლოებით, 10 აგვისტოდან არის მოსალოდნელი, რომ შემთხვევების რაოდენობამ იკლოს. სიკვდილის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1.3-1.4%-ის ფარგლებში,” […]

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში „ფაიზერის“ ვაქცინით პაატა იმნაძის ორსული შვილი აიცრა. 2021-08-05ბოლო 24 საათში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოში პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია. „ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, რომელიც არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელზეც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან […]

საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ჯონსონ ენდ ჯონსონის კოვიდ 19-ის ვაქცინის 60 მილიონი დოზა განადგურდება

topcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20.845-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 564.691 აცრა გაკეთდა. სამედიცინო სფეროს და მთავრობის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებენ მოქლაქეებს, პანდემიის დასამარცხებლად დაიცვან რეკომენდაციები, რომლებსაც მათ სპეციალისტები აძლევენ. კერძოდ, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სამედიცინო მუშაკი თანხმდება, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. გარდა ამისა, მოქალაქეებს მოუწოდებენ ატარონ პირბადე.

ჯანო ბებიას დახმარება სჭირდება

ჯანო ბებიას დახმარება სჭირდება

საქველმოქმედო განცხადება – ჯანო ბებიას დახმარება სჭირდება, მას თირკლმის ჩანაცვლებითი თერაპია, ჰემოდიალეზი, ესაჭიროება. დახმარების მსურველებმა, შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ. საქართველოს ბანკი: GE63BG0000000240966300GEL რუსთავი 2

მწერალი გივი ალხაზიშვილი გარდაიცვალა

მწერალი გივი ალხაზიშვილი გარდაიცვალა

ქართველი მწერალი გივი ალხაზიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქშია ნათქვამი: “ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა პოეტი გივი ალხაზიშვილი. პანაშვიდი : 6 აგვისტო გასვენება : 7 აგვისტოს 14 საათზე. მისამართი, დ/დიღომი (ტოიოტას ცენტრის მიმდებარე კერძო დასახლება) ხატაეთის ქ. #45.”

საქართველოში ისევ დაცხება

საქართველოში ტემპერატურა +28-მდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, […]

96 წლის მზექალა შანიძე ფაიზერის ვაქცინით აიცრა

96 წლის მზექალა შანიძე ფაიზერის ვაქცინით აიცრა

კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა,- ამის შესახებ ენათმეცნიერმა და ფილოლოგმა მზექალა შანიძემ განაცხადა, რომელიც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტროში ავრცელებს. 95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა […]

ახალციხეში ბაზრის სასაკლაოდან ნარჩენებს მდინარე ფოცხოვში ყრიან

ახალციხეში ბაზრის სასაკლაოდან ნარჩენებს მდინარე ფოცხოვში ყრიან

საქონლის სისხლი, ნარჩენები, ბაქტერიები, არასასიამოვნო სუნი – ამ ყველაფრის ატანა ახალციხის მაცხოვრებლებს მხოლოდ იმის გამო უხდებათ, რომ ბაზრის სასაკლაოდან სისხლს და ნარჩენებს პირდაპირ მდინარე ფოცხოვში ყრიან. მდინარე, რომელიც ახალციხელი ბავშვებისთვის ზაფხულში გაგრილების ერთადერთი საშუალებაა, უკვე დიდი ხანია ინტენსიურად ბინძურდება. ბაზრის დირექტორი, რომელიც გარემოს დაბინძურებაზეა პასუხისმგებელი, ფაქტს უწყლობით ხსნის. ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა. რა სანქცია დაეკისრება ახალციხის […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლიტერატურული კამპუსები“ მოეწყობა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში  სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე სტუდენტური კამპუსები მოეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ ქართველი მწერლები და რეჟისორები, მათთან ერთად ისაუბრონ ლიტერატურაზე, კინოსა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა სფეროებზე. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილი შემეცნებითი აქტივობებისას განივითარონ დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარები.  ასევე, ნახონ […]

“აცრას სპეციალურად ჯავშნიან და მერე აუქმებენ” – გუშინ 3.000 ჯავშანი გაუქმდა

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სკოლაში აცრიან

1 დღეში  კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე ჯავშანი 3 ათასამდე ადამიანმა გააუქმა. მიზეზებს ჯანდაცვა შეისწავლის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ადამიანების ნაწილი ვირუსით დაავადდა და აცრაზე ამიტომ არ გამოცხადდა. გუშინ გვქონდა 19 ათასი ჯავშანი და დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე. ჩვენ ვსწავლობთ გაუქმების მიზეზი რა იყო, შეიძლება […]