ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია

ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია“ფაიზერის” ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველომ აშშ-სგან საჩუქრად მიიღო.

პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ხვალიდან, 24 ივლისიდან შეეძლებათ.

რაც შეეხებათ მათ, ვინც, „ფაიზერის“ პირველი დოზით უკვე აიცრნენ, სამინისტროს რეკომენდაციით, ასეთმა პირებმა მეორე დოზაზე რეგისტრაცია, 24 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ.

ტვ პირველი