დიტო სამხარაძე – “ნიკა გვარამია-ქათამს მე არ ვუპასუხებ”

დიტო სამხარაძე - "ნიკა გვარამია-ქათამს მე არ ვუპასუხებ"“ქართული ოცნების” წევრები დღეს, 3 თებერვალს მათივე თანაგუნდელის, თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების გამართლებას ცდილობდნენ.

განსაკუთრებული აგრესიით ისევ გამოირჩეოდა “ქართული ოცნების” რეგიონალური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი, დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ნიკა გვარამიას შეურცხყოფას აგრძელებს.

“ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამია ქათამს მე არ ვუპასუხებ, ამიტომ ნუ მაწუხებთ ძალიან გთხოვთ, თქვენ ხართ ნიკა გვარამიას პარტიული ტელევიზია, მის სუფლირებით კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ, ეს არის მისი დავალებით კითხვები, ამიტომ მისი დავალებით კითხვებს პასუხს არ გავცემ, არ მიმაჩნია ეს პიროვნება არაფრად”, – თქვა დიმიტრი სამხარაძემ.

მთავარი