შესაძლოა იცოდეთ, რომ თქვენს გარშემო ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ცხოვორბს, თუმცა, აუცილებლად უნდა იცნობდეთ განსაკუთრებით ნიჭიერ, 18 წლის რუსთაველ გოგონას, რომელსაც თანატოლებისგან ბევრად განსხვავებული მიზნები აქვს და ამ მიზნებისკენ საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებითაც მიიწევს. ანა აბაშიძე რუსთავის #24-ე საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები, სურს კოსმოსური ინჟინერი გახდეს. ეჭვი არ ეპარება, რომ მომავალში ერთ-ერთი წამყვანი […]
კატეგორია: საზოგადოება
ექიმი ალექსი მახარაშვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ცნობილი ქართველი ექიმი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის თაობაზე სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ალექსი მახარაშვილი გუშინ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მას ძილში გული გაუჩერდა. სოციალურ ქსელში ქმარს ემოციურად დაემშვიდობა მისი მეუღლე, წარმატებული ექიმი დეა პაპასკირიც. “ალეკო, აკო, ალე , ალეკუნა, пуся , ა… Алексий Акакиевич, ჩემო ძვირფასო, ჩემო სიხარულო, ჩემოოოო, რატომ დამტოვე. […]
ვახო ხუზმიაშვილი – “აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა”
კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება. ტელევიზიაში შესაბამისი ზომები გატარდა, ამ დროისთვის ტელევიზია დაკეტილია. მიმდინარეობს როგორც ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა, ასევე მისი ინფიცირების წყაროს მოძიება. „ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა შეჩერებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და დაიწყო თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა […]
მამაკაცი, რომელსაც გურიაში კორონავირუსი დაუდგინდა, 350 კაციან ქორწილში იყო
გურიაში, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი, „ქორწილის კლასტერი“ გაჩნდეს. შუახნის მამაკაცს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანიდან, ე. წ. ჩოხატაურის კლასტერიდანაა, კორონავირუსი გუშინ, გვიან ღამით დაუფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წინა კვირას, ბათუმში 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა. ამავე ქორწილის სტუმარი იყო კორონავირუსით დაინფიცირებული 23 წლის ჩოხატაურელი ქალიც. ამ დროისათვის ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეუღლე და შვილიშვილი, რომლებიც მამაკაცთან ერთად დაიტესტნენ, მაგრამ ინფექცია არ გამოუვლინდათ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ. […]
აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. “ხვალ დილიდან, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას. თუ რა რეჟიმში განაგრძობს მაუწყებელი მაუწყებლობას, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1621 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1302-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ხატია დევსურაშვილი და თამარ არღვლიანი გონზე მოვიდნენ, გოგონების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
23 აგვისტოს, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მიკროავტობუსი თითქმის 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ტურისტული ტურის 20 მგზავრიდან 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩნენ: ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე, რომლებიც კლინიკაში რჩებიან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული […]
1000 კომპიუტერი 1000 მრავალშვილიან ოჯახს – სამოქალაქო ორგანიზაცია შენმოქმედი საქველმოქმედო ფლი მარკეტს მართავს
სამოქალაქო მოძრაობა შენმოქმედის ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად ახალი კამპანია იწყება. მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, სექტორი 3 და ფონდი პროდემოსი უფასო ინტერნეტითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფს. კამპანიაში უკვე ჩართულია არაერთი პარტნიორი ორგანიზაცია. ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია მრავალშვილიან ოჯახებს 18 თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტს მიაწვდის. ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების – გიორგი კეკელიძის, გოგა ჩანადირის, თაკო ჩხეიძის, […]
“თამარ ბაჩალიაშვილს ნიკა გეჯაძე უყვარდა და ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს…”
დეა კაპანაძე კურიერს თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე ესაუბრა. დეა კაპანაძეს პროგრამისტი, რომელთანაც 5-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა, ახსოვს როგორც მიზანდასახული და მშრომელი, თუმცა დეპრესიული ხასიათის ადამიანი. “გულჩათხრობილი ადამიანი იყო, დეპრესიულიც. ზოგჯერ ცუდად, რომ იყო, საკუთარ თავს უღებდა ხოლმე ვიდეოს. ბევრჯერაც უთქვამს, როდესაც ცუდად ხარ, გადაუღე საკუთარ თავს ვიდეო და რამდენიმე დღის შემდეგ უყურე და შენ თვითონ […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 07:44 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. პირველი არხი









