კატეგორია: საზოგადოება

სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც. „დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც.დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ […]

“თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში […]

ვანო მერაბიშვილი პატრიარქს შეხვდა – “ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ”

ვანო მერაბიშვილი პატრიარქს შეხვდა - "ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ"

ვანო მერაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა. “დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შევხვდი და ციხეში გატარებულ პერიოდზე ვისაუბრეთ. უწმინდესმა ჯანმრთელობა და გამძლეობა მისურვა.” – წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში. რუსთავი 2

თამუნა მინაშვილმა 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა, თავად კი გარდაიცვალა

თამუნა მინაშვილმა 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა, თავად კი გარდაიცვალა

გუშინ სამშობიარო კლინიკა “ჰერაში” მშობიარობა ტრაგედიით დასრულდა. 41 წლის პაციენტი, რომელმაც 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა, გარდაიცვალა. მშობიარე თამუნა მინაშვილს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. საკეისრო კვეთა ექიმმა ირაკლი მაჭარაძემ გააკეთა. “პრაიმტაიმი” მეან-გინეკოლოგს ირაკლი მაჭარაძეს დაუკავშირდა. – როდესაც მთავრდებოდა საკეისრო კვეთა, მოხდა არტერიული წნევის ვარდნა და გულის გაჩერება. ყველანაირ […]

ვაკეში ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ქურდი მელა დაიჭირეს 

ვაკეში ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ქურდი მელა დაიჭირეს 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი, ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ სააგენტომ თბილისში, ვაკეში, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ქურდობისთვის მელა დაიჭირა. “ეს “არამზადა” გოგო შეეჩვია და ისეთი ოინები ჩაატარა, კაი ხანი მასპინძელს პარანორმალური მოვლენების ეპიცენტრში აგრძნობინა თავი. ხან ცალი ჩუსტი იკარგებოდა, ხან ბოტასი. კონკრეტული ოჯახის შევიწროებას არ დასჯერდა, მეზობლების რეკეტზეც გადავიდა და გასაშრობად გაფენილი […]

სამგორში 2 კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

თბილისის უბნები, სადაც გაზის აფეთქების საფრთხე მაღალია

თბილისში, სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა,- აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, აბაშიშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114- ში შევიდა შეტყობინება, რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. „”თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით, კორპუსს […]

საბერძნეთის ელჩი – “რატომ არ გვიხსნის თბილისი საზღვარს?! ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოში 200 მილიონი დოლარი გაგზავნეს”

საბერძნეთის ელჩი - "რატომ არ გვიხსნის თბილისი საზღვარს?! ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოში 200 მილიონი დოლარი გაგზავნეს"

მაშინ, როდესაც საქართველომ საკუთარი საზღვრები იმ სახელმწიფოებს გაუხსნა, სადაც ეპიდემიური მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე საბერძნეთში – ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა ხელისუფლებასთან შეკითხვები კიდევ ერთხელ დასვა. პასუხი მისთვის ბუნდოვანია. საბერძნეთის ელჩი საქართველოში “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ერთი თვის წინ კომუნიკაციისას მიიღო პირობა და გარანტიები,რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა,თუმცა მოგვიანებით სიის მიღმა […]

კოტე ყუბანეიშვილი – ნახეთ დღეს რას დაამსგავსეს ჭავჭავაძე, ბაგებიდან რომ იწყება საცობები

კოტე ყუბანეიშვილი - ნახეთ დღეს რას დაამსგავსეს ჭავჭავაძე, ბაგებიდან რომ იწყება საცობები

პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა პარალიზებულ ჭავჭავაძის გამზირს ლექსი მიუძღვნა. ყუბანეიშვილმა ლექსი ”მთავარ არხზე” გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვის დროს წაიკითხა: “აღარაფერს აღარ ვამბობ ავჭალაზე, სადაც არ მყავს უამრავი ნაცნობები, ნახეთ დღეს რას დაამსგავსეს ჭავჭავაძე, ბაგებიდან რომ იწყება საცობები აქ სიხარბემ საღი გონი გადაძლია, და წაშალა რაც კი იყო ღირებული, დამნაშავე რა თქმა უნდა კალაძეა, ქალაქია რომ პარალიზირებული”.

თბილისის ზოომაღაზიიდან პითონი გაიქცა – “დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, შეცდომის უფლება არ გვქონდა”

თბილისის ზოომაღაზიიდან პითონი გაიქცა - "დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, შეცდომის უფლება არ გვქონდა"

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში პი­თო­ნი და­ი­ჭი­რეს. ინ­ფორ­მა­ცია მათ “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე გავ­რცელ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ა­გენ­ტო­ში გუ­შინ სა­ღა­მოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან შე­ვი­და, რის შემ­დე­გად იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც პი­თო­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­აც კი გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­თო­ნი მე­პატ­რო­ნეს ერთ-ერთი ზო­ო­მა­ღა­ზი­ი­დან გა­ექ­ცა. “გუ­შინ, სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 19:30-ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და. საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ხმით მა­მა­კა­ცი დახ­მა­რე­ბას […]

მადონა კისკეიძე-ქორიძე – “ემიგრანტი დედის გული რა ტკივილს და სევდას დაატარებს, არავინ იცის”

მადონა კისკეიძე-ქორიძე - "ემიგრანტი დედის გული რა ტკივილს და სევდას დაატარებს, არავინ იცის"

ქართველმა ემიგრანტმა მადონა კისკეიძე-ქორიძემ წერილი დაწერა. წერილში ნათქვამია: “ამდენწლიანი ემიგრანტობის დროს ისეთ საკითხზე მიწევს საუბარი, კალამსაც ვერ ვიმორჩილებ, ცრემლი ასწრებს მელანს თაბახზე. ვისაც ემიგრანტობა არ გამოუცდია, ვისაც წლობით განშორებით გამოწვეული ტკივილი არ განუცდია ის ვერასოდეს მიგვიხდება ამ ტკივილს. მიჭირს გახსენება, მაგრამ გავბედავ იმ უდიდეს ტკივილზე გესაუბროთ, რამაც გადამაწყვეტინა ემიგრანტობა.. პირველი ის, რომ ვალის გამო ოჯახი, […]