40 ქართველი ბარსელონას აეროპორტიდან გამოფრენას ვერ ახერხებს

40 ქართველი ბარსელონას აეროპორტიდან გამოფრენას ვერ ახერხებსბარსელონასა და მადრიდში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა მრავალათასიანი დემონსტრაცია გამართეს. საპროტესტო გამოსვლა ისევ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. არიან დაკავებულები და დაშავებულები.

არეულობის გამო ქვეყანაში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ საჰაერო მიმოსვლა შეიზღუდა. 40-მდე  საქართველოს მოქალაქე უკვე მეორე დღეა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.

“ახლა ბარსელონის აეროპორტში ვიმყოფები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულდება ფრენა, გარდა საქართველოსი. ამის თაობაზე არავინ არ შეგვატყობინა. უფრო მეტიც, ნახევარი საათის დაგვიანებით, როცა რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო მოვიდა ესპანელი პიროვნება, გადმოგვცა ფურცლები, სადაც ეწერა აირზენას თბილისის ნომრები და გვითხრა, მათ დაუკავშირდით, ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვსო. კვირა დღეა, ქალაქის ნომრებზე ვერ ვრეკავთ. ვდგავართ ახლა ქართველები ერთად და ვთათბირობთ როგორ მოვიქცეთ,“ – აღნიშნა საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ ნინა ყიფიანმა.

ცნობისთვის, კატალონიის ლიდერები მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვენ. ბარსელონაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს ამბოხისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსთავი 2