ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით არაერთ სკანდალურ დეტალზე ისაუბრა გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ „ციანიდის საქმე“ იყო ორკესტრირებული სცენარი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. გადაცემის ავტორი და წამყვანი, ვანო პავლიაშვილი დაინტერესდა, „ციანიდის საქმის“ კვალი მიდის თუ არა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რაზეც მეუფემ უპასუხა: „აქ რამდენიმე ინტერესის თანხვედრა მოხდა, რაც დრო გადის, მით მეტი ჩნდება ჩემთვისაც კი. დიდი ბურუსითაა […]
კატეგორია: საზოგადოება
კალაძის სიდედრი მილიონ 459 ათასის ქონებას ირეგისტრირებს
თბილისის მერის, კახი კალაძის სიდედრმა, ნინო ჭუმბურიძე არეშიძემ დღეს ლუბლიანაზე მდებარე ორიდან ერთი ფართი უკვე დაირეგისტრირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისის მერის სიდედრის სახელზე უკვე გადავიდა ლუბლიანას 38ა-ში მდებარე ბინა ნომერი 73, ფართით 301 კვ.მ-ი. ამავე დროს, ნინო ჭუმბურიძე-არეშიძე ამ წუთებში ელოდება მეორე ფართის რეგისტრაციასაც, რომელიც იმავე მისამართზე, ლუბლიანას 38ა-ში მდებარეობს. ეს არის ბინა ნომერი 74 […]
“შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა – დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“
“2020NEWS” აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას. რა აკავშირებდა ბადრი პატარკაციშვილს „ახალ მემარჯვენეებთან“, რა არ აპატიეს გაჩეჩილაძე-გამყრელიძის გუნდის წევრებმა ზურაბჟვანიას, იყო თუ არა ახალი თაობის პოლიტიკაში მოსვლის პროექტში ჩართული მამუკა ხაზარაძე და დაიპყრო თუ არა გია თორთლაძემ ევერესტი. “მანამდე მომავალი “ახალი მემარჯვენეები”, ნიკო ლეკიშვილის სახით, ჟვანიას კონტროლირებად ბიზნესმენთა ჯგუფს წარმოადგენდნენ. ამ ჯგუფს მოქალაქეთა კავშირში ჟვანია მფარველობდა, […]
ინგა გრიგოლია ტელეკომპანია ”პირველის” დირექტორი გახდა
დღეიდან ტელეკომპანია ”პირველს” ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს – ამის შესახებ ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა. “დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს” ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით. ინგა ,,პირველზე,” იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი […]
„ხაშურში გარდაცვლილი ინგა კაკიაშვილის ოჯახი ენით აღუწერელ სიღატაკეში ცხოვრობს… სოციალური დახმარებაც მოუხსნეს“
ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 40 წლის ქალი მშობიარობისას, ჩვილთან ერთად გარდაიცვალა.როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ოჯახი ენით აღუწერ სიღატაკეში ცხოვრობს. ქალს დარჩა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მეუღლე და 4 შვილი. უმცროსი 6 წლის არის, უფროსი კი 16. 2 თვის წინ ოჯახისთვის სოციალური დახმარებაც მოუხსნიათ. 40 წლის ინგა კაკიაშვილი დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში გარდაიცვალა. ქალი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 18:57 საათზე მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონში, სოფელ ჩალხეეთთან იყო, რომლის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. ნიუპოსტი
ხაშურში მშობიარე ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა – ის მე-5 შვილს აჩენდა
ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტში. დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინიკაში გუშინ დილით შეიყვანეს, თუმცა, საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩაუტარდა. ოჯახი ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ხაშურის საავადმყოფოში მთავარს უთხრეს, […]
კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა
80 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ, კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა. მიხეილ კობახიძე მსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო, რომელიც ე.წ. “თვითმფრინავის ბიჭების” საქმეზე, 1984 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე დახვრიტეს. მიხეილ კობახიძე 1939 წელს თბილისში დაიბადა. კინორეჟისურის ფაკულტეტი მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში დაამთავრა. 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა “ქორწილი” სამი პრიზი მიიღო ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. […]
“ზონდერ დეკანოზების” საქციელზე პასუხისმგებლობას საპატრიაქოს ვაკისრებთ” – რატომ არ იხილავს სინოდი მეუფე პეტრეს წერილს
მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, საპატრიარქოს ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაგზავნილ წერილზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. ჭონდიდის ეპისკოპოსი მისი მისამართით გამოთქმული ცილისწამების გამო რეაგირებას ითხოვდა. “2018 წლის ზაფხულში შედგენილი წერილი ყოველ დღე აქტუალურია ეკლესიის ცხოვრებაში, ვინაიდან დღემდე არ განხილულა ეს საკითხი და დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, სამწუხაროა, რომ ისევ […]








