გიული ალასანია “მთავარი არხის” მეწილე გახდა

გიული ალასანია "მთავარი არხის" მეწილე გახდა„მთავარი არხის“ მეწილე შპს საქართველოს უნივერსიტეტი გახდა. ამის შესახებ პრაიმ ტაიმი იუწყება.

როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, შპს საქართველოს უნივერსიტეტი ტელეკომპანიის 2%-ანი წილის მფლობელი გახდა. თავის მხრივ კი, საქართველოს უნივერსიტეტის 37,5%-ანი წილის მფლობელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა, 12,5%-ის – ნიკოლოზ ალასანია, ხოლო 50%-ის – მანანა სანაძე.

ამჟამად „მთავარი არხის“ წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

51% – ნიკა გვარამია;

42% – კახაბერ ანჯაფარიძე;

2,5% – გიორგი რურუა;

2,5 % – მარი ანა რურუა;

2% – შპს საქართველოს უნივერსიტეტი.