თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, “ტვ პირველის” ეტერში აცხადებს, რომ ის, რაც დაზარალებულმა, თამთა თოდაძემ თქვა, შეთხზულია. “ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე, ახალგაზრდულიდან მოხვდა ჩემთან რეკომენდაციით, 3 წელი მუშაობდა ჩემთა.გაუჩნდა უცებ ამბიცია, წინ და მაღლა კარიერული სვლის, რომელშიც ვეხმარებოდი და არსებობს ამის რეკომენდაციებიც, ამიტომ ეს გაახსენდა ცოტა სხვა მდგომარეობაში […]
კატეგორია: საზოგადოება
“ბლექ სი არენაზე“ კონცერტების გამართვისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 11 525 190 ლარი დაიხარჯა
“ბლექ სი არენაზე“ კონცერტის გამართვისთვის, ცნობილ ვარსკვლავებს, 2 წლის განმავლობაში, საქართველოს ბიუჯეტიდან დაახლოებით, 11 525 190 ლარი გადაუხადეს. უხეში გათვლებით, თითო ვარსკვლავმა საქართველოდან მილიონ ლარზე მეტი წაიღო. თუმცა, ჯგუფი “აეროსმიტი“ საქართველოდან 5 მილიონიანი ჰონორარით წავიდა. რაც შეეხება 2019 წელს გამართულ კონცერტებს – მათი გამართვისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. “ბლექ სი არენაზე“ საკურორტო სეზონის […]
”ავთო შარვაძის მეუღლემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა” – რას წერს ლიკა ქორქია
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ავთო შარვაძის ქვრივმა თინა იმნაძემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა. ის თვითმკვლელობით ჯერ კიდევ გუშინ იმუქრებოდა, ამის შესახებ თინა იმნაძის მეზობელი, მოდელი ლიკა ქორქია სოციალურ ქსელში წერს: ”დღევანდელმა დღემ ასე ჩაიარა,უმძიმეს მდგომარებაში მყოფმა ავთო შარვაძის მეუღლემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა,სასწრაფომ ძლივს გადაარჩინა და არ ტოვებს დანიშნულების ადგილს, თვითონ ამ ეტაპზე გონზე არ არის,აღმსრულებლები […]
პროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო, ვიდრე აქციის მონაწილე. უფრო კონკრეტულად, თადუმაძის უწყებამ 67 სამართალდამცველი და აქციის 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად. დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა მაკო გომურს, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს გავითარებული მოვლენების დროს თვალი დაკარგა. “რომ შევხედოთ ჩვენ სტატისტიკას დაკავებულების რაოდენობას, იმ ადამიანების […]
ილია ჯიშკარიანი გულის შეტევით საავადმყოფოში დააწვინეს – ”მას მანდატს ვერ შევუჩერებთ”
„ჩვენ, ისევე როგორც საზოგადოება, ველოდებით გამოძიების შედეგებს, მანამდე წინსწრებით შეფასებების გაკეთება არ არის სწორი“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს. მისი თქმით, ბრალდება არის ძალიან მძიმე და ამიტომ, ერთი მხრივ, არც წინასწარი შეფასებების გაკეთება და წინსწრებით დასკვნების გამოტანა შეიძლება და მეორე მხრივ, გარწმუნებთ, ეს […]
გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს
კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც ის ტაშით გამოასვენეს. პანაშვიდის მიმდინარეობისას, გია ყანჩელის პატივსაცემად, მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები გაჟღერდა. გია ყანჩელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა. კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იპნ
არჩილ თალაკვაძის ძმის მდიდრული სახლი – ცეცხლგამძლე ლამინირებული ფიცრებით, მონოლითური სხმულით, მოსაპირკეთებელი ქვით
უკიდურესი სიღარიბის პარალელურად, ქართული ოცნების ჩინოვნიკები თუ მათი ოჯახის წევრები რატომღაც სწრაფად მდიდრდებიან. იშენებენ სახლებს, ვილებს, აგარაკებს… დღეს სოციალური უსამართლობის კიდევ ერთ მაგალითს გაჩვენებთ ამ სიღარიბით სავსე ქვეყანაში. მაღალი ხარისხის მუქი რუხი ფერის ბათქაში; ლამინირებული ხის ფიცრები, რომელიც დამუშავდება ცეცხლგამძლე ხსნარით; ბეტონის მონოლითური სხმული; საფასადე მოსაპირკეთებელი ქვა – ეს პარლამენტის თავმჯდომარის, ავთანდილ თალაკვაძის სახლის ასაშენებლად გამოყენებული […]
ნანუკა ჟორჟოლიანი – „პროკურატურა ერთობა“
“ვფიქრობ, რომ პროკურატურა ერთობა, მოიწყინეს, გასართობი საქმე აღარ აქვთ და ერთობიან. ნიკა გვარამიას საქმე მაინც სხვაა და გასაგებია, ვიდრე „მთავარი” ეთერში შევიდოდა, თითს გვიქნევდნენ, მაგრამ ჟურნალისტი დაიბარო იმის გამო, რომ მას პრემია გამოუწერეს, ვფიქრობ, აბსოლუტურად დიდ უსაქმურობასთან გვაქვს საქმე. პროკურატურამ ზუსტად იცის, რომ ამით ვერც ნოდარ მელაძეს შეაშინებს, ვერც სხვებს. გაბუნიას და მელაძეს სასაცილოდ არ […]
მაია დემეტრაშვილი – “ჩემმა შვილმა თავის მოკვლა სამჯერ სცადა… მუსიკის პედაგოგმა ნანა წიქარიშვილმა სცემა”
რუსთავის N5 საჯარო სკოლაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, მეექვსეკლასელი გოგონას დედა „პრაიმტაიმს“ ვრცელ ინტერვიუს აძლევს. მისი თქმით, მან ერთ-ერთი მშობლის წინააღმდეგ სასამართლოს ცრუ ბრალდებისთვის უკვე მიმართა. მაია დემეტრაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მშობლები მისი შვილის სკოლიდან გარიცხვას მოითხოვდნენ, 11 წლის გოგონა ისევ იმავე სკოლაში რჩება. მშობელი „პრაიმტაიმთან“ ჰყვება, რომ მუსიკის პედაგოგმა, რომელიც […]
კალაძე – “შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, “მიიშმაქსება“
„შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნებას. „შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა. პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი“ ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.









