“ზონდერ დეკანოზების” საქციელზე პასუხისმგებლობას საპატრიაქოს ვაკისრებთ” – რატომ არ იხილავს სინოდი მეუფე პეტრეს წერილს

"ზონდერ დეკანოზების" საქციელზე პასუხისმგებლობას საპატრიაქოს ვაკისრებთ" - რატომ არ იხილავს სინოდი მეუფე პეტრეს წერილსმღვდელმონაზონ ანდრია სარიას ინფორმაციით, საპატრიარქოს ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაგზავნილ წერილზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
ჭონდიდის ეპისკოპოსი მისი მისამართით გამოთქმული ცილისწამების გამო რეაგირებას ითხოვდა.
“2018 წლის ზაფხულში შედგენილი წერილი ყოველ დღე აქტუალურია ეკლესიის ცხოვრებაში, ვინაიდან დღემდე არ განხილულა ეს საკითხი და დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, სამწუხაროა, რომ ისევ თავხედობის უფლებას აძლევენ თავს ე.წ. მორიგი “ზონდერ დეკანოზები” ანდრია ჯაღმაიძის სახით…
პასუხისმგებლობას მათ საქციელზე და ამ უხერხულობებზე წერილის ადრესატებს ვაკისრებთ,
უფალო შეგვიწყალენ. ამინ!”- წერს მღვდელმონაზონი.

"ზონდერ დეკანოზების" საქციელზე პასუხისმგებლობას საპატრიაქოს ვაკისრებთ" - რატომ არ იხილავს სინოდი მეუფე პეტრეს წერილს გურიის მოამბე