ხაშურში მშობიარე ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა – ის მე-5 შვილს აჩენდა

ხაშურში მშობიარე ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა - ის მე-5 შვილს აჩენდატრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტში. დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა.

სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინიკაში გუშინ დილით შეიყვანეს, თუმცა, საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩაუტარდა.

ოჯახი ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

ხაშურის საავადმყოფოში მთავარს უთხრეს, რომ იკვეთება ექიმის შესაძლო გადაცდომა და მას დროებით საქმიანობა შეეზღუდა.

აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ. ინგა კაკიაშვილს მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.