სეზონის მთავარ ტურნირს პოკერში აჭარა მასპინძლობს. ბათუმის ქეშ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეები თურქეთიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, სომხეთიდან და ლიბანიდან ჩამოვიდნენ. ● 23-30 სექტემბერი; სასტუმრო ველმონდი, ბათუმი. ● ტეხასური ჰოლდემის, ომაჰას ქეშ მაგიდები $5/5, $5/10, $10/20 ● კომფორტული პოკერ რუმი, საკუთარი რესტორნით და ბარით 24/7. ● საჭმელი და სასმელი მონაწილეთათვის უფასოა. ევროპაბეთმა თავის მომხმარებლებს ბათუმში […]
კატეგორია: საზოგადოება
მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა გახდა
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა გახდა. ამას თავის ფეისბუქგვერდზე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს. „პირველი ინვესტიციაც ავწიეთ: 2.5% გაიყიდა და გვყავს ახალი მინორიტარი მეწილე გიორგი რურუა. გამყიდველს არაფერი, ტელევიზიას – 250 ათასი დოლარი შენატანი კაპიტალში!“, წერს გვარამია. გიორგი რურუამ კი დაწერა: “მადლობა Nika Gvaramia და მის გუნდს, მთავარი უფლების-სიტყვის თავისუფლების დამცველ,პატრიოტ […]
ტყიბულში 30 მეშახტე შახტიდან არ ამოდის
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა – 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით. მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგის ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 7 კილომეტრში, სოფელ ხიზაბავრაში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა. იპნ
“ჩემი ნეშტის ერთი ნაწილი სოხუმში დაკრძალეთ, მეორე – თბილისში” – მოსკოვში თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა
მოსკოვში აფხაზური წარმოშობის ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ნიაზ ძიაპშპას შვილი თამაზ ძიაპშპა გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა. თამაზის მეგობრის, წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრის მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ინფორმაციით, მან ანდერძად დაიბარა, რომ მისი ნეშტის ერთი ნაწილი თბილისში, ხოლო მეორე ნაწილი სოხუმში დაკრძალონ. მამა ალექსანდრე და თამაზ ძიაპშპა ბავშვობის მეგობრები არიან და თბილისში ერთად გაიზარდენ. თამაზი თავს […]
საქართველოს მაღალმთიანეთში მოთოვა
გურიის, აჭარის მაღალმთიანეთში და და სვანეთში მოთოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს. გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართელოში, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა-გავრცელებამ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიწვია წვიმა, ზოგან ძლიერიც, მაღალმთიან რაიონებში კი – თოვლი. კონკრეტულად კი გურია, აჭარისა და სვანეთის მაღალმთიანეთში. დღეს უკვე ნალექები შეწყვეტილია. „ღამის სათებში გამოიდარებს. ხვალიდან […]
ინტელექტკლუბის წევრ ნიკა აგლაძეს დახმარება სჭირდება
სატელევიზიო ინტელექტკლუბის წევრს, ნიკა აგლაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი მეგობრების ინფორმაციით, ნიკას თავის ტვინში კავერნოზული ჰემანგიომა აღმოუჩინეს და ახლა გამა დანით უნდა ამოაჭრან, რისთვისაც ნიკა თურქეთში უნდა წავიდეს და ოპერაცია გაიკეთოს. მეგობრები ცდილობენ, საჭირო თანხა სხვადასხვა კამპანიით მოიზიდონ და ასევე, ანგარიშის ნომერს აქვეყნებენ, სადაც ახალგაზრდა მოაზროვნის დასახმარებლად ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ: “თი-ბი-სი : GE77TB7446645063600040 […]
რუსთავში მარიხუანისგან გაბრუებულმა სკოლის მოსწავლემ ქუჩაში გონება დაკარგა – ვიდეო
რუსთავში, შარტავას გამზირზე მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 15 წლის ბიჭი დილით სკოლაში უნდა წასულიყო თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცენტრალურ საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმმა სულხან სამხარაძემ “ინფო რუსთავთან” განაცხადა, რომ მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა. ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექტორი […]
აშშ-ის მთავრობამ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად 700.000 დოლარი გამოყო
აშშ-ის მთავრობამ, თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად, 700.000 ათასი დოლარი გამოყო. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს საელჩომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განათავსა. შემოწირულობა ორგანიზაციებს გლობალ ჰილინგს და ჯო ენის სამედიცინო ინსტიტუტს გადაეცემა. ჯერჯერობით უცნობია, მშენებლობის დაწყების ვადები და ადგილმდებარეობა. გთავაზობთ აშშ-ს საელჩოს განცხადებას უცვლელად: “ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისათვის, რომ […]









