მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა გახდა

მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა გახდატელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა გახდა. ამას თავის ფეისბუქგვერდზე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს.

„პირველი ინვესტიციაც ავწიეთ: 2.5% გაიყიდა და გვყავს ახალი მინორიტარი მეწილე გიორგი რურუა. გამყიდველს არაფერი, ტელევიზიას – 250 ათასი დოლარი შენატანი კაპიტალში!“, წერს გვარამია.

გიორგი რურუამ კი დაწერა:

“მადლობა Nika Gvaramia და მის გუნდს, მთავარი უფლების-სიტყვის თავისუფლების დამცველ,პატრიოტ და იდეის ხალხს ❤️”