რუსთავში მარიხუანისგან გაბრუებულმა სკოლის მოსწავლემ ქუჩაში გონება დაკარგა – ვიდეო

რუსთავში მარიხუანისგან გაბრუებულმა სკოლის მოსწავლემ ქუჩაში გონება დაკარგა - ვიდეორუსთავში, შარტავას გამზირზე მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 15 წლის ბიჭი დილით სკოლაში უნდა წასულიყო თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცენტრალურ საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმმა სულხან სამხარაძემ “ინფო რუსთავთან” განაცხადა, რომ მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა.

ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი “ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში არ მისულა თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.