სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. როგორც პაატა სალიამ განაცხადა, არხი ემზადება ახალი სეზონისთვის, რომ გადაცემები ეთერში დაგეგმილ დროს გავიდეს. „რუსთავი 2″-ელები შვებულებიდან დაბრუნდნენ. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად […]
კატეგორია: საზოგადოება
16 წლის ლუკა ფოფხაძე გარდაიცვალა
16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა. ლუკა ფოფხაძე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდა, ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო. გარდაცვლილის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდი ქუთაისში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო. 16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. […]
ნატა ნიჟარაძე რუსთავი 2-ში ბრუნდება
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის სახე კრიზისების მართვის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია ნიჟარაძე იქნება. ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი არხზე ერთ-ერთ გადაცემას წაიყვანს. “ნიუპოსტი” ნატალია ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც პაატა სალიასთან მოლაპარაკებები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახალი მენეჯმენტრის სურვილია, “რუსთავი 2”-ში არხის ძველი სახეები დააბრუნოს. “პაატა სალიასთან შეხვედრა მქონდა, თუმცა თოქ-შოუზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ მხოლოდ ზედაპირულად […]
რა ბიზნესებს ფლობდა დავით კეზერაშვილი, რომლის ტელეკომპანიაც მაუწყებლობას 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს
ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელსაც სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს. კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება აგვისტოს დასაწყისში დააანონსა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, რომლის სახელთანაც რამდენიმე ბიზნესი იყო […]
წელს 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო
წელს საქართველოში 28 740 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მათგან 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1455-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა აბიტურიენტმა. გურიის მოამბე
საქართველოში წვიმა და შტორმია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ნინო დარასელი – “მარგველაშვილს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის შეწყალება სურდა”
ჟურნალისტი ნინო დარასელი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პოლიციელის მკვლელის შეწყალებას ეხმაურება და facebook-ზე წერს, რომ მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზად იყო ცენტრ პოინტის დამფუძნებლების- მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის შესაწყალებლად, რაზეც უარი თავად ოჯახმა თქვა. „პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავად შემოგვთავაზა რუსოს და მაიას შეწყალება და უარი ვუთხარით. დიდი მადლიერების მიუხედავად, ვთვლიდით, რომ რადგან არსებობენ დაზარალებულები, სანამ საქმე მთლიანად არ მოგვარდება, არ დაიწყება შენება და […]
ნინია კაკაბაძე – „მთავარ არხს გაუჭირდება იმ რეიტინგის მოპოვება, რაც რუსთავი 2-ს ჰქონდა”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამას ავთანდილ წერეთელს სასამართლომ 500 000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც არხის მიმართ პირდაპირ ზეწოლად არის აღქმული. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი ირაკლი იმნაიშვილი ინიშნება, რომელიც გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალების ბიბისის მოქმედი ჟურნალისტია. აღნიშნული საკითხებისა და მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს […]
კეზერაშვილის ტელეკომპანია ფორმულა მაუწყებლობას 1 ოქტომბერს დაიწყებს
ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელსაც სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს. კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. „კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის […]
თამარ საძაგლიშვილის დედა – ”12-ის ნახევარზე დავურეკე, მაგრამ ეს ამბავი არ მოუყოლია”
თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარი დაჭრის საქმეზე დაკავებული 51 წლის თამარ საძაგლიშვილის დედა “მაესტროსთან” აცხადებს, რომ მის შვილს იძულებითი მკურნალობა უნდა დაენიშნოს. მანანა ჩხიკვაძის თქმით, ბრალდებული წლების განმავლობაში მკურნალობდა და მდგომარეობა პერიოდულად მწვავდებოდა, თუმცა 28 აგვისტოს, პეკინზე მომხდარი შემთხვევის მსგავსი არასოდეს დაფიქსირებულა. დედა ასევე აცხადებს, რომ მის შვილს ბავშვის დაჭრის ეპიზოდი არ ახსოვს. ინციდენტის დროს დაკავებული თბილისში […]










