ნატა ნიჟარაძე რუსთავი 2-ში ბრუნდება

ნატა ნიჟარაძე რუსთავი 2-ში ბრუნდება“ნიუპოსტის” ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის სახე კრიზისების მართვის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია ნიჟარაძე იქნება.
ჩვენი ინფორმაციით, ჟურნალისტი არხზე ერთ-ერთ გადაცემას წაიყვანს.
“ნიუპოსტი” ნატალია ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც პაატა სალიასთან მოლაპარაკებები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახალი მენეჯმენტრის სურვილია, “რუსთავი 2”-ში არხის ძველი სახეები დააბრუნოს.
“პაატა სალიასთან შეხვედრა მქონდა, თუმცა თოქ-შოუზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ მხოლოდ ზედაპირულად ვისაუბრეთ თემებზე. საუბარია ძველი “რუსთავი 2″-ის სახეების არხზე დაბრუნებაზე.

ჩემთან იყო პირველი შეხვედრა. იმედია, მომავალი შეხვედრაც იქნება. ვიცი, რომ ძველი რუსთავიორელები აპირებენ დაბრუნებას”- განაცხადა ნიჟარაძემ.

ნატა ნიჟარაძე “რუსთავი 2”-ში წლების განმავლობაში მუშაობდა. ის ასევე იყო “ტვ. იმედის” თანამშრომელიც.

ნიუპოსტი