ნინო დარასელი – “მარგველაშვილს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის შეწყალება სურდა”

ნინო დარასელი - "მარგველაშვილს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის შეწყალება სურდა"ჟურნალისტი ნინო დარასელი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პოლიციელის მკვლელის შეწყალებას ეხმაურება და facebook-ზე წერს, რომ მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზად იყო ცენტრ პოინტის დამფუძნებლების- მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის შესაწყალებლად, რაზეც უარი თავად ოჯახმა თქვა.

„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავად შემოგვთავაზა რუსოს და მაიას შეწყალება და უარი ვუთხარით. დიდი მადლიერების მიუხედავად, ვთვლიდით, რომ რადგან არსებობენ დაზარალებულები, სანამ საქმე მთლიანად არ მოგვარდება, არ დაიწყება შენება და სანამ ყველა არ დარწმუბდება ბრალდებების არარეალურობაში, არაფერს აზრი არ აქვს. იგივე მიზეზით სალომე ზურაბიშვილისთვის არც გვიფიქრია მიგვემართა. ჰოდა ჩემების შემთხვევაში ლაპარაკია ეკონომიკურ დანაშაულზე, რაც არსად ცივილურ მსოფლიოში მსგავსად არ ისჯება, მითუმეტეს როდესაც ეს „დანაშაული“ სახელმწიფოს სინდისზეა. ჰოდა ნეტა ადამიანების მკვლელების შეწყალების მომთხოვნებს და აღმსრულებლებს ეგ გრძნობა საერთოდ გააჩნიათ?“,- წერს ნინო დარასელი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და 2015 წელს მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პრაიმ ტაიმი