ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ხანგოშვილი საქართველოში 29 აგვისტოს გამთენიისას ჩამოასვენეს. ოჯახის წევრების თქმით, ხანგოშვილი რუსული სპეცსამსახურების სამიზნე გახდა, ამის მიზეზი კი რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ხანგოშვილის მონაწილეობა იყო. მკვლელობასთან რუსეთის სპეციალური სამსახურების კავშირის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ BBC-მაც გაავრცელა, რუსული სპეცსამსახურების კვალზე ეჭვებს გამოთქვამენ გერმანიის პოლიტიკურ წრეებშიც. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ველოსიპედით […]
კატეგორია: საზოგადოება
“რუსთავი2”-ის თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა, “მთავარ არხზე” იმუშავებს
“რუსთავი2”-ის თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა “მთავარ არხზე” იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ავრცელებს: “ჩვენი გიორგი სულაშვილი, ისევ ჩვენთან, ამჯერად უკვე მთავარ არხზე” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. თვალი მაკოს გარდა […]
“რუსთავი 2”-იდან წამოსულ ჟურნალისტებს არხზე დაბრუნების სანაცვლოდ ხუთნიშნა ხელფასს სთავაზობენ”
“რუსთავი 2”-იდან წამოსულ ჟურნალისტებს ურეკავენ და არხზე დაბრუნების სანაცვლოდ ხუთნიშნა ხელფასს სთავაზობენ – ეს განცხადება “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით დღეს გვაქვს ძალიან სამწუხარო რეალობა “რუსთავი 2″-ს აკონტროლებს ხელისუფლება”- “რაც შეეხება ადამიანებს, რომლებზეც საუბრობდნენ, რომ შესაძლოა ისინი დაბრუნდნენ “რუსთავი 2″-ში, მათთან მოლაპარაკებები რა თქმა უნდა არის. ამ ჟურნალისტებს […]
რატომ დაუთმო „მთავარ არხს“ „იბერიამ“ თავისი ბაზა მაუწყებლობისთვის
საზოგადოების ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში გასასვლელად ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზას, ანუ შენობას და ტექნიკას გამოიყენებს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ტვ „იბერიას“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა? – ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ანუ „ომეგა ჯგუფში“ განმარტავენ, რომ „იბერია“ კონსტიტუციის სადარაჯოზე დგას, ესე იგი, ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არ შეიზუდოს […]
ჩოხატაურში კაცმა გემის კაპიტნად ყოფილი ცოლი დანიშნა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთიან სოფელში _ ერკეთში, გემის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ხუმრობა არ გეგონოთ _ გემი, მართლაც გაიხსნა. იგი, ამავე სოფლის მცხოვრებმა მარლენ მგალობლიშვილმა ააგო და საზეიმო გახსნაზე მთელი მუნიციპალიტეტი დაპატიჟა. საგანგებოდ დაბეჭდილ მოსაწვევებში აღნიშნულია, რომ გემის კაპიტანი მარინე ანთიძეა. როგორც ბატონმა მარლენმა თქვა, მეუღლეს დაშორებულია, თუმცა, დიდი პატივს სცემს და სწორედ ამიტომ დანიშნა კაპიტნად. მისივე თქმით, […]
პაატა სალია – “გვარამია რუსთავი 2-ის დანგრევას ცდილობს… მისი არხი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება”
„მთავარ არხს“ კონკურენტად ვერ აღვიქვამთ. გვარამია ცდილობს, თანამშრომლები მოატყუოს და „რუსთავი 2“ დაანგრიოს, რაც არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განუცხადა. როგორც სალია განმარტავს, „რუსთავი 2“ განახლებული სამაუწყებლო ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. „ვერ ვიტყოდი, რომ გვარამიას არხთან მიმართებაში ჩვენ რაიმე კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით. […]
მთავარი არხი ეთერში 9 სექტემბრიდან იბერიის შენობიდან გავა
“მთავარი არხი” მაუწყებლობის სავარაუდოდ 9 სექტემბრიდან დაიწყებს. ინფორმაცია “ნიუპოსტს” ახლადდაფუძნებული არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაუდასტურა. მისი თქმით, დროის დაკარგვას არ აპირებენ. არხი დროებით ტელეკომპანია „იბერიის“ შენობიდან გავა ეთერში. “იბერიის ტექნიკა იქნება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზაზა (ოქუაშვილი) პარტნიორობაზე აუცილებლად წამოვა და ამ ტექნიკით შემოვა ჩვენს კომპანიაში. ამ ეთერის დათმობითაც ძალიან დიდ საქმეს […]
ქუთაისის ცენტრი დაიტბორა
მიშა ანდღულაძე, ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი რუსთავი 2-ში დარჩნენ
კომედი ჯგუფის ნაწილი “რუსთავი 2-ში დარჩა”. ინფორმაციას ამის შესახებ “კომედი შოუ” ავრცელებს. რუსთავი 2-ში დარჩნენ ალეკო მალხაზიშვილი, მიშა ანდღულაძე, ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი, კობა ბარათელი და კიდევ 20-მდე მსახიობი. “რუსთავი 2-ზე 16-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, კომედი ჯგუფის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო მთავარ არხზე. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს. გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ რუსთავი 2-ის ეთერში […]
ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორებს მანქანით გავლის საშუალება არ მისცეს
საქალაქო სასამართლოს ეზოში მიმდინარე აქციაზე, სადაც 20-21 ივნისს დაკავებულთა ახლობლები არიან შეკრებილნი, ხმაური იყო. 20-21 ივნისს დაკავებულთა ახლობლებმა, რომლებიც საქალაქო სასამართლოს წინ აქციას მართავენ, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორებს მანქანით გავლის საშუალება არ მისცეს. ისინი სკანდირებდნენ სიტყვებს: „სირცხვილია, „სირცხვილია“. აქციის მონაწილეებმა პროკურორს შესთავაზეს უკუსვლით გასულიყო სასამართლოს ეზოდან და მან საბოლოოდ ტერიტორია სწორედ ასე დატოვა. აქციის […]










