რატომ დაუთმო „მთავარ არხს“ „იბერიამ“ თავისი ბაზა მაუწყებლობისთვის

რატომ დაუთმო „მთავარ არხს“ „იბერიამ“ თავისი ბაზა მაუწყებლობისთვისსაზოგადოების ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ეთერში გასასვლელად ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზას, ანუ შენობას და ტექნიკას გამოიყენებს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ტვ „იბერიას“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა? – ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ანუ „ომეგა ჯგუფში“ განმარტავენ, რომ „იბერია“ კონსტიტუციის სადარაჯოზე დგას, ესე იგი, ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არ შეიზუდოს და სწორედ ამიტომ დაუთმო ტვ „იბერიამ“ თავისი ბაზა „მთავარ არხს“.ამ თემაზე ანალოგიური პოზიცია აქვს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასაც.

„ჩვენ დროებით მაუწყებლობას ვიწყებთ ტვ “იბერიას” შენობიდან. ეს იქნება დროებითი მაუწყებლობა იმიტომ, რომ სტუდიისა და ტელევიზიის გამართვას დრო სჭირდება, თან საბოლოოდ არ გვაქვს შერჩეული ლოკაცია, ვმსჯელობთ რამდენიმე ვარიანტზე და სანამ ყველაფერი ეს მოგვარდება, არ მიმაჩნია სწორად, რომ ეთერში არ ვიყოთ. ამიტომ, ეთერში დროებითი მაუწყებლობით გავალთ. ტექნიკა, რომელსაც „მთავარი არხი“ გამოიყენებს, ეკუთვნის „იბერიას“. სავარაუდოდ, მერე ეს ტექნიკა ჩადებული იქნება საწარმოში, კაპიტალში ზაზა ოქუაშვილის მიერ. ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. არის უკომფორტულესი პარტნიორი. დღეის მდგომარეობით ეს ადამიანი თავისი გამბედაობით, თავისი თანმიმდევრულობით, ხელშეწყობით საქართველოს დემოკრატიისადმი, არის ჩემთვის აღტაცების ღირსი. მე, მგონია, რომ ზაზა ოქუაშვილი თავისი ნებით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართული დემოკრატიის განვითარებაში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ „ფეისბუქლაიშვი“ ჩართვისას.

ცხადია, დღეს უმნიშვნელოვანესია, საქართველოში, რომლის ხელისუფლება აშკარა ავტოკრატიულ ნიშნებს ამჟღავნებს, საიდანმე ისმოდეს თავისუფალი და მართალი სიტყვა. შესაბამისად, „იბერიას“ დამფუძნებელთა პოზიცია აბოსლუტურად გამართლებულია. უფრო მეტიც, ეს ერთგვარი სამოქალაქო გმირობაა, რომელზეც საქართველოს მომავალი უნდა აშენდეს.

ნიუპოსტი