“რუსთავი2”-ის თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა, “მთავარ არხზე” იმუშავებს 

"რუსთავი2"-ის თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა, "მთავარ არხზე" იმუშავებს “რუსთავი2”-ის თანამშრომელი, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა “მთავარ არხზე” იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ავრცელებს:

“ჩვენი გიორგი სულაშვილი, ისევ ჩვენთან, ამჯერად უკვე მთავარ არხზე” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის დაშლისას  240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. თვალი მაკოს გარდა რამდენიმე სხვა დემონსტრანსაც დაუზიანდა. ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.