ჩოხატაურში კაცმა გემის კაპიტნად ყოფილი ცოლი დანიშნა

ჩოხატაურში კაცმა გემის კაპიტნად ყოფილი ცოლი დანიშნაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთიან სოფელში _ ერკეთში, გემის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა.

ხუმრობა არ გეგონოთ _ გემი, მართლაც გაიხსნა. იგი, ამავე სოფლის მცხოვრებმა მარლენ მგალობლიშვილმა ააგო და საზეიმო გახსნაზე მთელი მუნიციპალიტეტი დაპატიჟა.

საგანგებოდ დაბეჭდილ მოსაწვევებში აღნიშნულია, რომ გემის კაპიტანი მარინე ანთიძეა.

როგორც ბატონმა მარლენმა თქვა, მეუღლეს დაშორებულია, თუმცა, დიდი პატივს სცემს და სწორედ ამიტომ დანიშნა კაპიტნად.

მისივე თქმით, ყოფილ მეუღლეს კაპიტნობა იმდენად გაუხარდა, რომ საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდა ერკეთში.

ვრცელ ვიდეორეპორტაჟს ერკეთის პორტიდან “გურია ნიუსი”  შემოგთავაზებთ.