ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალესბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ხანგოშვილი საქართველოში 29 აგვისტოს გამთენიისას ჩამოასვენეს.

ოჯახის წევრების თქმით, ხანგოშვილი რუსული სპეცსამსახურების სამიზნე გახდა, ამის მიზეზი კი რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ხანგოშვილის მონაწილეობა იყო.

მკვლელობასთან რუსეთის სპეციალური სამსახურების კავშირის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ BBC-მაც გაავრცელა, რუსული სპეცსამსახურების კვალზე ეჭვებს გამოთქვამენ გერმანიის პოლიტიკურ წრეებშიც.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ველოსიპედით გამვლელმა ის  ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილოდ იმ დროს დაჭრა, როცა ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვია დაკავებული.

იმედინიუსი