თავდაცვის სამინისტრომ 3 რესტორანს 300.000 ლარი გადაურიცხა

თავდაცვის სამინისტრომ 3 რესტორანს 300.000 ლარი გადაურიცხასადილი მინისტრის სურვილით – თავდაცვის სამინისტრომ 3 რესტორანს ტენდერის და პირობების გარეშე, 300 ათას ლარი გადაურიცხა.

2 აგვისტოს გაფორმებული 3 ხელშეკრულებით, სამინისტრომ წინასწარ გათვალა, რომ წლის ბოლომდე რესტორნებში 300 ათას ლარს დახარჯავს. სამ მსხვილ სარესტორნო ქსელთან კონტრაქტი ლევან იზორიამ ტენდერის გარეშე გააფორმა. რა ნიშნით შეარჩიეს კომპანიები, დოკუმენტაციაში არ ჩანს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მინისტრმა სადილი და ვახშამი იმ ადგილებში შეუკეთა, რომლებიც თავად მოსწონს.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის სუფრებს წლის ბოლომდე გაშლის, „ემ ჯგუფია“. ის ხელისუფლების ფავორიტია და 7 წლის განმავლობაში მასთან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე 1.890 ხელშეკრულება გააფორმა.

„შეაჩერე კორუფციის“ მკვლევარებს მსგავსი გარიგებები უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა სახეზე იყოს კორუფცია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ტენდერი არ ცხადდება.

ლევან იზორია ადასტურებს, რომ 300 ათასი რესტორნებისთვის 2 აგვისტოს ტენდერის გარეშე გამოიყო, თუმცა ამტკიცებს, რომ 1 თვის განმავლობაში რესტორნების კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული და საუკეთესო შეარჩია.

წარმომადგენლობით ხარჯებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წელს უკვე მილიონი ლარი დახარჯა.

ეს პირველი 6 თვის მონაცემია, სადამდე გაიზრდება თანხა 31 დეკემბრამდე, უცნობია.

რუსთავი 2