ჩვენ ვთვლით, რომ „რუსთავი 2“-ის წილის შესახებ დავა ნიშნავს იმ წილის შესახებ დავას, რომელიც ჰქონდა განსვენებულ ჩემს ძმას – ეს არის „რუსთავი 2“-ის 30%“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა „ინტერპრენიუსს“ განუცხადა. „ია კიწმარიშვილი და ჩვენ ვთვლით, რომ „რუსთავი 2“-ის წილის შესახებ დავა, ნიშნავს იმ წილის შესახებ დავას, […]
კატეგორია: საზოგადოება
ჩემი ცოლის დაქალები რუსთავი 2-ზე აღარ გავა
დავით კეზერაშვილი ტელეკომპანიას ხსნის – “გუნდი ცნობილი ჟურნალისტებისგან გაკეთდება”
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანიას ხსნის. მისი თქმით, ახალი სატელევიზიო პლატფორმის შესაქმნელად დაწყებულია მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროპაში. მისივე თქმით, ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია, სწორედ ამიტომ, მიიღო გადაწყვეტილება. “უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დამანახა და მიბიძგა მიმეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის შესახებ. ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. […]
9 წლის ქაიან ბელქანია ნასაში მიჰყავთ
9 წლის ქაიან ბელქანიას ახლობელი ირაკლი ძიძარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქაიანს ამერიკა ელოდება. „ამერიკიდან სპეციალურად ქაიანისთვის ჩამოფრინდა ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და ალექსანდრე ჯონსონის სახელითაა ცნობილი. ის დაჰპირდა, რომ სამომავლოდ ნასა-ში ჩაიყვანს. ჯერ კი აქ წალენჯიხაში ხელს შეუწყობს ფინანსურად, რომ ბიჭუნა ინგლისურში მოემზადოს. „უამრავი წიგნი ჩამოუტანა იმ ამერიკელმა ალექსანდრემ და ბედნიერია. ინგლისური კარგად იცოდა და მერე ცოტა დაავიწყდა იმ ამერიკელმა […]
პროფესორი ლევან ალექსიძე გარდაიცვალა
92 წლის ასაკში პროფესორი ლევან ალექსიძე გარდაიცვალა. 1-2 აგვისტოს, სიონის ტაძარში პანაშვიდი გაიმართება, 3 აგვისტოს, 15.00 საათზე კი, სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ. ლევან ალექსიძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, ღირსების ორდენის კავალერი იყო. […]
ლარის გაუფასურება – პური შესაძლოა გაძვირდეს
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, ლარის გაუფასურების გამო პურისა და პურპროდუქტების ფასმა, შესაძლოა, მოიმატოს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სილაგავას ვარაუდით, ერთი ტომარა ფქვილი ორი ლარით გაძვირდება. “ფასები, რომლებიც დღეს არის წისქვილკომბინატებში, 49-50 ლარის ფარგლებში ერთ ტომარა ფქვილზე, დაგეგმილია დაახლოებით 2,75-იან კურსზე, დღეს კი კურსი 3 ლარია. შესაბამისად, რადგან იმპორტირებული გვაქვს ნედლეული – […]
რუსთავი 2-ს ხვალიდან შეიძლება მაუწყებლობა შეუწყდეს – ასევე ტვ პირველს და ერთსულოვნებას
სტერეო + განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ. „1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის […]
სამორინე „ევოლუშენ გეიმინგის“ 500 თანამშრომელი გაიფიცა – “ვითხოვთ ხელფასების გაზრდას”
სამორინეს თანამშრომლები გაიფიცნენ. დღის ბოლოს „ევოლუშენ გეიმინგის“ 500-მდე წარმომადგენელმა აქცია კომპანიის წინ გამართა. ისინი ხელფასების მატებასა და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, მზად არიან, კომპანიის ადმინისტრაციასთან დეტალები განიხილონ. შეკრებილებს მხარდაჭერას უცხადებს გაერთიანებული პროფკავშირები. აქცია დღესაც იგეგმება. „წინასწარ გავაფრთხილეთ კომპანია, გავიფიცეთ. გვინდა, რომ ბავშვებს ხელფასები გაეზარდოთ. მენეჯერებმა თქვეს, რომ ვინც გარეთ გავა, იქნება გათავისუფლებული, მაგრამ დღეს ყველა […]
თეონა ცხომელიძე რუსთავი 2-დან წავიდა – “ვწუხვარ, რომ კრიზისულ დროს მივატოვე”
თეონა ცხომელიძე რუსთავი 2-დან წავიდა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა: “გავანთავისუფლე ჩემი ‘სწენკა’ ნიუსრუმში. 13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა. ვწუხვარ რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე. სენტიმენტებს […]
ლევან ხაბეიშვილი – “მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს კალაძემ რომში მივლინება დაუფინანსა”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილის თქმით, მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს კახა კალაძემ რომში მივლინება დაუფინანსა, რაც 9 000 ლარზე მეტი დაჯდა. ხაბეიშვილმა ის დოკუმენტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მივლინების ადგილი დაშტრიხული ხაზებითაა აღნიშნული. “დოკუმენტაციაში თუ რა საქმეზე მიდიოდნენ არის დაშტრიხული, ანუ ამას არ გვეუბნება მერია, თუ რატომ იყვნენ რომში. კითხვა არის […]










