ლარის გაუფასურება – პური შესაძლოა გაძვირდეს

ლარის გაუფასურება - პური შესაძლოა გაძვირდესფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, ლარის გაუფასურების გამო პურისა და პურპროდუქტების ფასმა, შესაძლოა, მოიმატოს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სილაგავას ვარაუდით, ერთი ტომარა ფქვილი ორი ლარით გაძვირდება.

“ფასები, რომლებიც დღეს არის წისქვილკომბინატებში, 49-50 ლარის ფარგლებში ერთ ტომარა ფქვილზე, დაგეგმილია დაახლოებით 2,75-იან კურსზე, დღეს კი კურსი 3 ლარია. შესაბამისად, რადგან იმპორტირებული გვაქვს ნედლეული – ხორბალი, ეს აისახება ყველაფერზე”, – აცხადებს სილაგავა.

31 ივლისის გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ფასი 2,95 ლარია.