გორში სახლები დაიტბორა

გორში სახლები დაიტბორაგორში ამ წუთებში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, უხვმა ნალექმა გორის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. სანიაღვრე სისტემამ წყალი ამჯერადაც ვერ გაატარა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების და სარდაფების ნაწილი დაიტბორა. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ბაგრატიონის ქუჩაზე მუშაობენ და სარდაფებიდან წყალს ტუმბავენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, 112-ში გორიდან სულ 7 შეტყობინებაა შესული.