შეკვეთილში მთვრალმა პირმა მომიტინგეებს სცენიდან აგინა

შეკვეთილში მთვრალმა პირმა მომიტინგეებს სცენიდან აგინაშეკვეთილში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი სცენაზე ავიდა და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა.

სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა. მათ აღნიშნული პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროვოკაცია იყო, რომელსაც ხელისუფლება აწყობს.

იპნ