რუისთან დაშავებულ 12 წლის მოზარდს სასწრაფოდ სისხლი სჭირდება

რუისთან დაშავებულ 12 წლის მოზარდს სასწრაფოდ სისხლი სჭირდებაუკიდურესად დამძიმდა რუისთან მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლის მოზარდი მდგომარეობა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი. დახმარების მსურველებმა მიმართეთ სისხლის ბანკს, მითითებულ ნომრებსა და მისამართზე:

ლუბლიანას ქ 2/6, სისხლის ბანკი, მ. იაშვილის კლინიკის მიმდებარე ტერიტორია

ტელ: 0322540409, 599559691.

შეგახსენებთ, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და 5 მძიმედ დაშავდა. დაღუპულთაგან 2 ბავშვია. არასრულწლოვნები არიან დაშავებულებს შორისაც. გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც სომხეთის მოქალაქეები არიან. ისინი ერთი ავტომობილით მგზავრობდნენ და სავარაუდოდ დასასვენებლად აჭარის რეგიონისკენ მიემართებოდნენ. უბედური შემთხვევა რუისთან მოხდა. მდგომარეობის სირთულის გამო საჭირო გახდა 2 დაშავებულის თბილისში გადმოყვანა. კიდევ 3 დაშავებული გორის კლინიკაში რჩება.

რუსთავი 2