ავიაკომპანია El Al-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფრენის მომენტიდან თვითმფრინავს მარცხენა ძრავა გადაუხურდა. ავიალაინერი თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავში 194 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. „ინტერპრესნიუსის“ დაუკავშირდა ტურისტული კომპანია Discovery-ს, რომელიც საქართველოში El Al-ის წარმომადგენელია. […]
კატეგორია: საზოგადოება
რუსთავში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები რუსთავიდან თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მიმართულებით ტრანსპორტი არ მოძრაობს, რადგან კომპანია ინტერტრანსმა ე.წ. თეთრი მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალა. ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები კი საკმარისი რაოდენობით არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. პირველი არხი
ზუგდიდში რესტორანმა „დიარონმა“ საარჩევნო პერიოდში 1 ტონა ყველი დახარჯა
საარჩევნო პერიოდში ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები ყველაზე ხშირად მეგრული კერძებიდან რესტორან „დიარონში“ ელარჯს და გებჟალიას უკვეთავდნენ. როგორც „ლაივპრესს“ რესტორანში განუცხადეს, მხოლოდ 10 დღეში 1 ტონა ყველი დახარჯეს. „იყო შემთხვევები, როცა ერთ დღეში 100 კილოგრამი და მეტი ყველი გამოგვიყენებია“, – განაცხადეს „დიარონში“. ქალაქის ცენტრში, სიდიდით მეორე რესტორან „მენძელში“ კი, სააგენტოს უთხრეს, რომ ელარჯის გარდა, ყველაზე ხშირად სტუმრები […]
ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოსაშვებ ბანკეტზე უარი თქვეს და ბოლო ზარი ზესტაფონის ბავშვთა სახლში აღნიშნეს
,,ბედნიერება მაშინაა სრულყოფილი, როცა სხვას უზიარებ,” – ამ მოტივით ქუთაისში მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბანკეტზე უარი თქვეს. ოცდაერთმა გოგო-ბიჭმა ასევე უარი თქვა ფერად-ფერად სამოსზე, წვეულებაზე, ფოიერვერკზე და ბოლო ზარიც ზესტაფონის ბავშვთა სახლში აღნიშნეს. ,,ეს იყო ერთ დღეში მოსული ასი ბედნიერება, რომელსაც ალბათ ვერცერთ წვეულებაზე ვიგრძნობდი,” – ამბობს ნაზი ბალანჩივაძე, რომელმაც კლასელების მსგავსად არჩევანი 40 ბავშვისთვის […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ტყვარჩელში იყო
საქართველოში თბილისის დროით 14:07 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. მისივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელში, სოფელ ზემო ლათაში იყო. ნიუპოსტი
ლევან ხაბეიშვილი – კალაძემ 60.000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა. “ამასობაში კალამ 60.000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა! არადა, როცა ვაფრთხილებდი, მაშინ “დიდკაცობდა” – მაგან რა იცისო, იტყუებაო. ფაქტი სახეზეა“, – წერს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი. ცნობისთვის, თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის […]
ილია ელოშვილი – თბილისის მერიამ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა
თბილისის მერიამ კომპანია „ნილს,“ რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გააკეთა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი კომპანია „ნილის“ მიერ უხარისხო საკვების მიწოდება და მისი საბავშვო ბაღებში დაგვიანებით მიტანა გახდა. ცნობილია, რომ აღნიშნულ კომპანიას ყადაღა ადევს, რის გამოც ბაღების კვების პროდუქტებით მომსახურებას სათანადოდ ვერ ახერხებს. „ბოლო პერიოდამდე საკმაოდ […]
რესპუბლიკის მოედანზე დღეიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტისმოძრაობა დაიკეტება. “საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება. რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება […]
“ყველას ვთხოვ, ჩემი შვილი დამიბრუნონ, სად არის ჩემი შვილი?” – გაუჩინარებული ბაადურ რაფავას დედა
გაუჩინარებული ბაადურ რაფავას ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. ბაადურ რაფავას დედა, ინდელინა მოსია ამბობს, რომ მესამე დღეა შვილის შესახებ არაფერი იცის. „გუშინ საღამოს მერე არაფერი არ ვიცი. ჭაბუკამ რომ წაიყვანა, მაგის შემდეგ არაფერი არ ვიცი. მესამე დღეა დღეს. სად მივმართო, სად წავიდე დღეს მე. მე ვთხოვ ყველას, რომ ჩემი შვილი დამიბრუნონ, სად არის ჩემი შვილი,“ -განაცხადა […]
წვიმა ელჭექით, სეტყვა, წყალმოვარდნები და ქარი – სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 22 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.









