დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული ტაო კლარჯეთში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.
სასულიერო პირის თქმით, “დავით- გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ!”.
“დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთა კომპლექსი არის საქართველოს 15 საუკუნოვანი სასულიერო- საგანმანათლებლო, სახელმწიფოებრივი და კულტურული ყოფის ბალავარი, დედაბოძი, წარსული დიდების, ღვაწლის შეუვალი მთხრობელი.
ეს არის საქართველოს, ქართველი ერის ისტორია!!!
საკმარისია, 1921 წელს დატრიალებული ეროვნული ტრაგედია, რომელიც ბოლშევიკურმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, როდესაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ყოვლად უსამართლო გასხვისება,
ქართული სახელმწიფოს და მისი ერის ნასისხლარი, ნაცრემლები მიწის ჩეხვა და თელვა.
დავით- გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ!
“ ეგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო”- აცხადებს მთავარეპისკოპოსი ზენონი ( იარაჯული).

