“პილოტმა გვითხრა, რომ ვითარება კრიტიკული იყო” – რა მოხდა თელ-ავივი-ბათუმის რეისზე

"პილოტმა გვითხრა, რომ ვითარება კრიტიკული იყო" - რა მოხდა თელ-ავივი-ბათუმის რეისზეთელ-ავივი – ბათუმის ავიარეისმა აეროპორტში დაშვება რამდენიმე საათით დააგვიანა.

ისრაელის ავიაკომპანია “El Al”-ის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში 7 საათის დაგვიანებით დაჯდა. მანამდე გამოფრენიდან მალევე ის ავარიულად დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში.

გავრცელებული ინფორმაციით, იძულებითი დაშვების მიზეზი ერთ-ერთი ძრავის გადახურება გახდა.

„აფრენიდან დაახლოებით 15 წუთში პილოტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ვითარება კრიტიკულია და თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში უნდა დაბრუნდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბორტზე ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ზოგიერთი მგზავრი პანიკაში ჩავარდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ავარიული დაშვების მიზეზი თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავის გაფუჭება გახდა,”-ამბობს მგზავრი ესთერ აიზენბერგერი.

თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსთავი 2