წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში

წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.