რესპუბლიკის მოედანზე დღეიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება

რესპუბლიკის მოედანზე დღეიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტისმოძრაობა დაიკეტება.

“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 მაისს, დილიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება.

რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ხოლო ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 26 მაისის ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.