“ყველას ვთხოვ, ჩემი შვილი დამიბრუნონ, სად არის ჩემი შვილი?” – გაუჩინარებული ბაადურ რაფავას დედა

"ყველას ვთხოვ, ჩემი შვილი დამიბრუნონ, სად არის ჩემი შვილი?" - გაუჩინარებული ბაადურ რაფავას დედაგაუჩინარებული ბაადურ რაფავას ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. ბაადურ რაფავას დედა, ინდელინა მოსია ამბობს, რომ მესამე დღეა შვილის შესახებ არაფერი იცის.

„გუშინ საღამოს მერე არაფერი არ ვიცი. ჭაბუკამ რომ წაიყვანა, მაგის შემდეგ არაფერი არ ვიცი. მესამე დღეა დღეს. სად მივმართო, სად წავიდე დღეს მე. მე ვთხოვ ყველას, რომ ჩემი შვილი დამიბრუნონ, სად არის ჩემი შვილი,“ -განაცხადა ინდელინა მოსიამ კურიერთან.

ბაადურ რაფავას დაბრუნებას ითხოვს მისი მეუღლე ირმა თოდუა.

„ჩამოვედი დღეს თბილისიდან, მითხრეს, რომ ჭაბუკა რაფავამ წაიყვანაო და ვითხოვთ, რომ ქმარი დამიბრუნონ სახლში,“ – განაცხადა ირმა თოდუამ.

შსს-ს ინფორმაციით კი, ბაადურ რაფავამ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელეს.

ნიუპოსტი