კატეგორია: საზოგადოება

4 წლის ბიჭს, რომელიც “ადამიანი ობობას” ფორმით გლდანში მე-8 სართულიდან გადახტა, კლინიკიდან გაწერენ

4 წლის ბიჭს, რომელიც "ადამიანი ობობას" ფორმით გლდანში მე-8 სართულიდან გადახტა, კლინიკიდან გაწერენ

4 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც „ადამიანი ობობას“ ფორმით მე-8 სართულიდან გადახტა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს. ექიმის თქმით, 4 წლის ბავშვს იაშვილის კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. 4 წლის ბავშვი კლინიკაში 8 მაისს მრავლობითი დაზიანებებით გლდანიდან შეიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გლდანში მე-8 სართულიდან გადამხტარი 4 წლის ბავშვი გადარჩა

მალხაზ მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პანკისის ხეობაში, ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც პარლამენტის წინ, კარავში იმყოფებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველადი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს, თუმცა მოგვიანებით, კვლევების ჩასატარებლად მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მაჩალიკაშვილს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მას დაბალი წნევა აღენიშნებოდა, ასევე აქვს შაქრის პრობლემა. […]

სოფო რაჭველმა ტვ „რიონი“ დატოვა – ”არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც თავის დამნაშავედ ცნობას”

სოფო რაჭველმა ტვ „რიონი“ დატოვა - ”არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც თავის დამნაშავედ ცნობას”

ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ჟურნალისტი, გადაცემა „ჩვენი შუადღის“ წამყვანი სოფო რაჭველი ტელეკომპანიას ტოვებს. მიზეზი 8 მაისს გადაცემა “ჩვენი შუადღის” ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა, ტელეწამყვანმა სტუმართან ერთად ლგბტ თემის წევრები შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენია, რასაც სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის მიუხედავად ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს “ტელეკომპანია რიონი დავტოვე, რადგან არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც […]

დღეს და ხვალ იწვიმებს, 15 მაისიდან კი საქართველოში ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი - როდის გამოიდარებს ქვეყნის მასშტაბით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. 15-18 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. […]

გალში რობერტ გაწერელიას აფხაზურ პასპორტში ეროვნებად მეგრელი უწერია

გალში რობერტ გაწერელიას აფხაზურ პასპორტში ეროვნებად მეგრელი უწერია

გალის მცხოვრებმა რობერტ გაწერელიამ მიმდინარე წლის 22 აპრილს მიიღო აფხაზური პასპორტი, სადაც ეროვნებად მეგრელია მითითებული. “გალ ტვ-ის” ინფორმაციით, ძველის ახალი პასპორტით შეცვლისას, თავდაპირველად მას გადასცეს დოკუმენტი, სადაც ეროვნების გასწვრივ ქართველი ეწერა. ამის შემდეგ, გაწერელიამ თავად მოითხოვა ქართველის ნაცვლად მეგრელი ჩაეწერათ. სატელევიზიო სიუჟეტში გალის მკვიდრი ამბობს, რომ თავდაპირველად არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა საპასპორტო განყოფილებაში […]

ძლიერი წვიმა თბილისში – დაიტბორა ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები

ძლიერი წვიმა თბილისში - დაიტბორა ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, ამ დროისთვის, დაზარალებულები არ არიან. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში„ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გამოძახება დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან არის. ასევე, ძირითადად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეები ეზოების, სადარბაზოების და სარდაფების დატბორვის შესახებ რეკავენ. ასევე, სანზონაში დაფიქსირდა კორპუსის სახურავის დაზიანების ფაქტიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში უხვი ნალექის გამო, საგანგებო […]

“არა თავისუფლებას”, “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს” – საპროტესტო ლოზუნგები თბილისში

"არა თავისუფლებას", "ძალაც და უფლებაც ოლიგარქს" - საპროტესტო ლოზუნგები თბილისში

“უფრო მორჩილი სასამართლო,” “არა თავისუფლებას,” “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს,” – დედაქალაქის უბნებში, ხიდებზე ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ლოზუნგებით ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს და თბილისის ქუჩებში ბანერები გამოფინეს. საპროტესტო შინაარსის ბანერები ხიდებზე დიდხანს არ გაუჩერებიათ. სამოქალაქო აქტივისტებისთვის უცნობია თუ ვინ ჩამოხსნა ისინი.

პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა

პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2002 წლიდან მიმდინარეობს. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. შემდეგი ეტაპი მონასტრისა და […]

ფშაველი-ლეჩურის გზა მდინარემ დაანგრია

ფშაველი-ლეჩურის გზა მდინარემ დაანგრია

ფშაველი-ლეჩურის დამაკავშირებელი გზის ნაწილი მდინარე სტორიმ დაანგრია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას პოლიცია არეგულირებს. “მდინარეში წყლის დონე არ მომატებულა,თუმცა მიმართულება შეიცვალა, გზის ერთ მონაკვეთს ძირი გამოცალა და მოანგრია.აღნიშნულ ტერიტორიაზე შეზღუდვებია და მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. სამუშაოებს ხვალ დილიდან დავიწყებთ. ადგილზე გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან, ტექნიკაც მობილიზებულია. შევეცდებით მოკლე დროში მოხდეს გზის გამაგრებითი სამუშაოები”, – განაცხადა თელავის მერმა […]

წყალდიდობა გორში

წყალდიდობა გორში

გორის მუნიციპალიტეტში უამინდობაა. გორში ძლიერი წვიმა და სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. დაისეტყვა გორში ე.წ სადგურის დასახლება. უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქალაქის ქუჩები. სეტყვა იყო გორის სოფლებშიც. ნიუპოსტი