გალში რობერტ გაწერელიას აფხაზურ პასპორტში ეროვნებად მეგრელი უწერია

გალში რობერტ გაწერელიას აფხაზურ პასპორტში ეროვნებად მეგრელი უწერიაგალის მცხოვრებმა რობერტ გაწერელიამ მიმდინარე წლის 22 აპრილს მიიღო აფხაზური პასპორტი, სადაც ეროვნებად მეგრელია მითითებული. “გალ ტვ-ის” ინფორმაციით, ძველის ახალი პასპორტით შეცვლისას, თავდაპირველად მას გადასცეს დოკუმენტი, სადაც ეროვნების გასწვრივ ქართველი ეწერა. ამის შემდეგ, გაწერელიამ თავად მოითხოვა ქართველის ნაცვლად მეგრელი ჩაეწერათ.

სატელევიზიო სიუჟეტში გალის მკვიდრი ამბობს, რომ თავდაპირველად არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა საპასპორტო განყოფილებაში საპირისპიროში დაარწმუნეს.

“როცა ეს პასპორტი მივიღე, არამარტო ჩემი სული ხარობდა, არამედ ჩემი წინაპრებიც, რადგან ისინიც ოცნებობდნენ, რომ მეგრელად ჩაწერილიყვნენ”, – აღნიშნა რობერტ გაწერელიამ.

ლაივპრესი