მალხაზ მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პანკისის ხეობაში, ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ის შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც პარლამენტის წინ, კარავში იმყოფებოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველადი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს, თუმცა მოგვიანებით, კვლევების ჩასატარებლად მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მაჩალიკაშვილს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მას დაბალი წნევა აღენიშნებოდა, ასევე აქვს შაქრის პრობლემა.

მაჩალიკაშვილმა საავადმყოფო რამდენიმე საათში დატოვა. ის კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან კარავში დაბრუნდა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...
akhalitaoba.ge © 2017-2019