4 წლის ბიჭს, რომელიც “ადამიანი ობობას” ფორმით გლდანში მე-8 სართულიდან გადახტა, კლინიკიდან გაწერენ

4 წლის ბიჭს, რომელიც "ადამიანი ობობას" ფორმით გლდანში მე-8 სართულიდან გადახტა, კლინიკიდან გაწერენ4 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც „ადამიანი ობობას“ ფორმით მე-8 სართულიდან გადახტა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

ექიმის თქმით, 4 წლის ბავშვს იაშვილის კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.

4 წლის ბავშვი კლინიკაში 8 მაისს მრავლობითი დაზიანებებით გლდანიდან შეიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გლდანში მე-8 სართულიდან გადამხტარი 4 წლის ბავშვი გადარჩა