მეუფე გიორგი – “დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი… ჩვენი მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს”

მეუფე გიორგი - "დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი... ჩვენი მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს"ვითარება დავით გარეჯში და კიდევ ერთი სასულიერო პირის განცხადება. დავით გარეჯის ლავრაში მიტროპოლიტ იობის მიერ წირვის ჩატარებისა და სკანდალური ქადაგების შემდეგ განცხადებას, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი აკეთებს.

ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს საქართველოს საზღვრებს და არ ითვალისწინებს იმას, რომ დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. მიტროპოლიტი გიორგი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და არ გააჩენს ბზარს კეთილმეზობლურ ურთიერთობებში.

“დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. იმედია ის დაუყოვნებლივ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს კეთილმეზობლურ, ძმურურთიერთობებში არ გააჩენს ბზარს!” – წერს მეუფე გიორგი.

მეუფე იობმა მწვავე გზავნილები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან გააჟღერა. მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.

40-წუთიან ქადაგებაში აზერბაიჯანის ხელისუფლებას რამდენიმეჯერ დაემუქრა და შეახსენა, რომ მათი შემოსავლის მთავარი გზა -ნავთობისა და გაზის მილსადენები საქართველოზე გადის.

თითქმის ორი კვირაა დავით გარეჯში ვითარება დაძაბულია.  უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. 4 დღის განმავლობაში ტერიტორია მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის ჩაკეტილი იყო. ამ დროისთვის ტერიტორია ღიაა, თუმცა არსებული ინფორმაციით, დავით გარეჯამდე მისასვლელი გზა შესაძლოა 5-დან 15 მაისამდე პერიოდში ისევ ჩაიკეტოს.

რუსთავი 2