ბერა ივანიშვილმა ნატანებში 382 ათას 508 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა

ბერა ივანიშვილმა ნატანებში  382 ათას 508 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინასაყოველთაო სიღარიბის პარალელურად, ბიზნეს-მონოპოლიების, კორუფციული სქემების, საბიუჯეტო სახსრების გამოყენებითა და სხვადასხვა სახის მაქინაციებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი სულ უფრო და უფრო მეტად მდიდრდება.

მაშინ, როდესაც ასეულობით ათასი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა,  ოლიგარქის ოჯახის წევრები იაფად და სამთავრობო რესურსების გამოყენებით ყიდულობენ სახელმწიფო ქონებას, მიწის ნაკვეთებს, შენობა-ნაგებობებსა და საუკეთესო ადგილებს…

ისინი ისაკუთრებენ ბოტანიკურ ბაღებს, სანაპირო ზოლის მრავალ კილომეტრს, ისტორიულ შენობებს, აბასთუმანს, ასეულობით ათას კვ.მ მიწის ნაკვეთებს.

ამის საილუსტრაციოდ პრესა.ჯის მიერ მოძიებული იმ უძრავი ქონების ჩამონათვალიც გამოდგება, რომელიც ოლიგარქის პრივილეგირებულმა შვილმა, ბერა ივანიშვილმა მხოლოდ ნატანებში იყიდა. ეს საშუალოდ 382 ათას 508 კვ.მ მიწის ნაკვეთია…

მაგალითად:

2017 წლის 15 თებერვალს, ბერა ივანიშვილმა, ნატანებში 314 ათას 447 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაიფორმა.

2016 წლის 6 დეკემბერს, სოფელ ნატანებში მან 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა.

იგივე დღეს მან კვლავ 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაიფორმა.

2016 წლის პირველ დეკემბერს, ივანიშვილის ვაჟმა ნატანებში 360 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა.

2016 წლის 31 აგვისტოს, ბერა ივანიშვილმა ნატანებში 615 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაიფორმა.

იმავე დღეს მან კიდევ 3 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა ნატანებში.

2016 წლის 31 მაისს ბერა ივანიშვილმა ნატანებში 898 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაიფორმა.

იმავე დღეს მან კიდევ 2992 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა ნატანებში.

2016 წლის 30 მაისს კი, ბერა ივანიშვილმა 2729 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა.

2016 წლის 13 მაისს კი -1895 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაიფორმა.

იმავე წლის 11 მაისს, ბერა ივანიშვილის სახელზე კიდევ 261, 1000, 3 ათასი, 3660, 2102 და 4520 კვ.მ ქონება გაფორმდა ნატანებში.

2016 წლის 28 აპრილს, ოლიგარქის შვილმა, ნატანებში დამატებით 800 და 2 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთები შეიძინა.

იმავე წლის 15 აპრილს 1000, 29 მარტს 545 და 3 ათასი, 23 მარტს კი, 3021, 4 ათასი და 1223 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა.

ჯამში, 2016 წელს, არაფორმალური მმართველის შვილმა, ბერა ივანიშვილმა მხოლოდ ნატანებში, 382 ათას 508 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაისაკუთრა.

ამ სიღარიბით სავსე ქვეყანაში, სადაც 2012 წლის შემდეგ მილიონამდე ადამიანი ქვეყნიდან გაიქცა, გაუსაძლისი სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო, ოლიგარქის ოჯახი ხალხის ხარჯზე მდიდრდება და სახელმწიფოს გამოყენებით იმას ყიდულობს, რასაც თვალს დაადგამს.

როდემდე?

პრესა.ჯი