დიდი ავარია საქართველოს ენერგოსისტემაში – გაითიშა ხაზი ”იმერეთი”, ქვეყნის დიდ ნაწილში შუქი ჩაქრა

დიდი ავარია საქართველოს ენერგოსისტემაში - გაითიშა ხაზი ”იმერეთი”, ქვეყნის დიდ ნაწილში შუქი ჩაქრასაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზის „იმერეთი“ ავარიულად გათიშვის გამო, საქართველოს დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

“დღეს,18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი. რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია” – აღნიშნულია გავცელებულ ინფორმაციაში.