ლალი ბადურაშვილმა შვილის დაკრძალვაზე გონება დაკარგა – “გათიშვამდე უთ­ქვამს, ერეკ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ერთხელ ვჭა­მე ძა­ლითო”

ლალი ბადურაშვილმა შვილის დაკრძალვაზე გონება დაკარგა - "გათიშვამდე უთ­ქვამს, ერეკ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ერთხელ ვჭა­მე ძა­ლითო"ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მამა, 57 წლის კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი 28 მარტს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ორ­შა­ბათს, თირკმე­ლე­ბის მძი­მე შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

შვი­ლის დაკ­რძალ­ვი­სას შე­უძ­ლოდ გახ­და დე­და­მი­სი, მსა­ხი­ო­ბი ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი.

“ლალი ცუ­დად არის, მომ­ხდარ­მა მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. დღეს შე­უძ­ლოდ გახ­და, სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს და ექი­მებ­მა ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გო­რია ახლა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ ვიცი, როცა მი­ვე­დი დაკ­რძალ­ვა­ზე ლალი უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და სას­წრა­ფოს”, – გა­ნუ­ცხა­და “ამ­ბე­ბი.გე”-ს ბა­დუ­რაშ­ვი­ლე­ბის ახ­ლო­ბელ­მა.

მოგვიანებით ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გონს მო­ვი­და.

“შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე გო­ნე­ბა და­კარ­გა, აღე­ნიშ­ნე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, აქვს ორი­ვე ფილ­ტვის ან­თე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა. გა­თიშ­ვამ­დე უთ­ქვამს, ერეკ­ლეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ერთხელ ვჭა­მე ძა­ლით, ცხო­ვე­ლი ვყო­ფილ­ვა­რო” – გა­ნაცხა­დეს  მსა­ხი­ო­ბის ახ­ლობ­ლებ­მა.

ამბები