9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავზე სიმღერის “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” ავტორმა ჯემალ სეფიაშვილმა გადაწყვიტა, კომპოზიცია კიდევ ერთხელ ჩაწეროს და ახალ ვერსია 25-მა მამაკაცმა შეასრულოს.
“ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას”, – თქვა სეფიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში.
ჯემალ სეფიაშვილის განცხადებას საზოგადოება უარყოფითად შეხვდა. სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციაც დაიგეგმა, სახელწოდებით – “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე?!”
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სადაც ნათქვამია, რომ “ავტორის კომენტარი გამოხატავს მხოლოდ მის მოსაზრებას და არა არხის პოზიციას”.
ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებას მწვავე შეფასებები მოჰყვა “ფეისბუქზე”.
ბაია პატარაიამ დაწერა:
„ვთვლი, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი. ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ, აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას“, – თქვა სეფიაშვილმა.
ამ ტლუს და იმბეცილს შეახსენეთ 9 აპრილს რამდენი ქალი მოკვდა სამშობლოს დასაცავად.
თავს ვიკავებ, თორემ ძაან მინდა რომ ვაგინო მკვდარი და ცოცხალი ამ ერთუჯრედიანს.
ამ ტელევიზიას ხო პატრონი არა ყავს საერთოდ!
გალანძღავ და ისე წყიიიიინთ, გეგონება, არ ეკადრებათ და არ დაუმსახურებიათ ყველა სალანძღავი სიტყვა -_-“

