ფირალიშვილების 4 წლის გოგონას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა – ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ფირალიშვილების 4 წლის გოგონას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა - ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიადიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ბავშვის ტყუპისცალის, 4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ფირალიშვილების ბავშვს იაშვილის კლინიკაში თავზე ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, პატარა პაციენტის მდგომარეობა გადატანილი ოპერაციის ადეკვატური და დამაკმაყოფილებელია.

აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ამჟამად კლინიკებში მხოლოდ 2 პაციენტი რჩება. ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსთავი 2