ალილოს მსვლელობა დაიწყო

ალილოს მსვლელობა დაიწყოალილოს მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ამ წუთებში რუსთველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანისკენ მიემართებიან, ისინი გაივლიან პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. ალილოს მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება.

ალილოს მონაწილეები განასახიერებენ ანგელოზებს და მოგვებს, რომელთაც პირველად ეხარა მაცხოვრის დაბადება.

ალილოს მონაწილეები გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს აგროვებენ. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.