თბილისში 41 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ე.წ ღორის გრიპი გახდა. პაციენტმა სამკურნალო დაწესებულებას H1N1-ის ტიპის ვირუსის სიმპტომებით მიაკითხა თუმცა ორკვირიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. გარდაცვალების ფაქტი წმ. ლაზარეს კლინიკაში დაფიქსირდა.
სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლის თქმით, პაციენტს კლინიკაში მისვლისას უკვე გართულებული ფილტვების ანთება ჰქონდა, ამასთან უნივერსალური სიმსუქნის ფონზე ჩამოყალიბდა თირკმლების და გულის უკმარისობაც:
„მდგომარეობა მაშინ უკვე იყო რთული, როცა გავაკეთეთ რენტგენოლოგიური კვლევა ფილტვების ორმხრივი. იყო ფაქტიურად უკვე კარგად გავრცელებული პნევმონია ორივე ფილტვის ველებში. დაახლოებით 24 საათში ქალბატონი ნემსიწვერიძე გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ყველაფერთან ერთად მას ჰქონდა უნივერსალური სიმსუქნე რამაც შემდგომში განაპირობა მისი თირკმლის უკმარისობის ჩამოყალიბება. გულის უკმარისობის პირველი ხარისხიც დაფიქსირდა ჩვენთან კლინიკაში.
სამწუხაროდ ღამის სამ საათზე ქალბატონი დაიღუპა,“-განაცხადა წმ. ლაზარეს კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა ნანა კვანტალიანმა.

